ComCom-ის და განათლების სამინისტროს ორგანიზებით 25 ოქტომბერს ყველა სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში 25 ოქტომბერს მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. თბილისსა და რეგიონებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით წელს მეორედ ტარდება. სკოლებში მოსწავლეების ჩართულობით...
ComCom-მა მედიაწიგნიერების კვირეული სტუდენტებთან საგანმანათლებლო აქტივობით გახსნა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მედიააკადემიაში სტუდენტებისთვის სიმულაციური თამაში ჩაატარა. საგანმანათლებლო თამაშის ფარგლებში სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მედიის წარმომადგენლის, მეორე ნაწილმა ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლის და მესამე ჯგუფმა დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციის როლები მოირგეს. სიმულაციური თამაში, რომელშიც მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის,...
ComCom 24-28 ოქტომბერს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს ჩაატარებს
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, 24-28 ოქტომბერს საქართველოში უკვე მეორედ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ჩატარდება. მედიაწიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანი საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან,...
ComCom ITU-სა და EaPeReg-თან თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებს
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მზია გოგილაშვილმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ხელმძღვანელობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებში მონაწილეობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, ახალი თაობის (5G) ქსელის დანერგვის, ინფრასტრუქტურის...
ComCom-მა 150 მასწავლებელს მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევისა და შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ 150 მასწავლებელს სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევისა და შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა. აღნიშნულ კვლევაზე მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანნა გვეტაძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „eTwinnig-ი გლობალური მოქალაქეობისთვის“ ისაუბრა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების...
ComCom-მა კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში თსუ-ს 135 სტუდენტი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა, რომელსაც 135 სტუდენტი დაესწრო. მედიაწიგნიერების ტრენერმა ანნა გვეტაძემ ბაკალავრიატის სტუდენტებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმების შესახებ. სტუდენტები ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, BBC Academy-ის მასალებით გადამზადდნენ. სემინარზე მიღებული ცოდნა...
ComCom-ის მედიაწიგნიერების აქტივობები EPRA-მ ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ დახუნდარიძემ და აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ქორიძემ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი მედიაწიგნიერების განვითარებას, მარეგულირებლების როლსა და ამ მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მექანიზმებს ეხებოდა. მედიაწიგნიერების...
ComCom-მა „რუსთავი 2“ ბავშვებისთვის შეუფერებელი სერიალის კანონდარღვევით გავრცელებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „მედია ჰოლდინგი“ (სამაუწყებლო არხი „რუსთავი 2“) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დაცვა და სერიალი „ფარული ვნების“ ეთერში კანონის მოთხოვნების...
მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის სემინარი ჩაატარა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია. მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სატრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო...
ComCom-მა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის უკვე მესამედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს 29 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. წესების თანახმად, კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ...