კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის მსოფლიო დღეს სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარტნიორებთან ერთად გახსნა. ივანე მახარაძემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების გამოწვევებზე, ასევე ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომისიის წევრმა საზოგადოებას მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მედიაწიგნიერების...
კომუნიკაციების კომისიამ რადიო „ფორტუნას“ ლიცენზიის ვადა ხუთი წლით უფასოდ გაუგრძელა
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით უსასყიდლოდ გაუგრძელდა. „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2022 წლის 30 იანვარს ეწურებოდა, თუმცა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდა. შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს...
საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ივანე მახარაძე აირჩია
საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის მეხუთე წევრად ივანე მახარაძე 81 ხმით აირჩია. ივანე მახარაძე კომუნიკაციების კომისიის წევრის პოზიციას 6 წლის ვადით დაიკავებს. ივანე მახარაძე 14 წელია კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელია, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. მას კომუნიკაციების კომისიაში გავლილი აქვს ყველა ეტაპი, მუშაობა დაიწყო მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტად, გაიარა წამყვანი და მთავარი სპეციალისტის პოზიციები და 2013 წლიდან...
კომუნიკაციების კომისიამ აპლიკაცია „Happy Onlife“ 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია “Happy Onlife” 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო. III კლასის მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ონლაინ აპლიკაციით ისწავლეს. მედიაწიგნიერების ტრენერმა ბავშვებს დეტალურად გააცნო ინტერნეტში არსებული საფრთხეები. მოსწავლეებმა თამაშით ისწავლეს ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის წესები, თუ როგორ დაიცვან და აარიდონ თავი კიბერბულინგის. “Happy Onlife” ეს არის ონლაინ...
კომუნიკაციების კომისიამ IX კლასის მოსწავლეები „მედიის ეკონომიკაში” გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითრების მიზნით, 55-ე სკოლის IX კლასის მოსწავლეები „მედიის ეკონომიკაში“ გადაამზადა. ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში. ტრენინგის ფარგლებში მედიაწიგნიერების ტრენერმა მოზარდების ყურადღება ასევე პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ...
10 რადიოს ლიცენზიის ვადა ხუთი წლით უფასოდ გაუგრძელდა
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ათ რადიომაუწყებელს, მათ შორის „რადიოკომპანია მწვანე ტალღას“, „რადიო პალიტრას“, „ტელერადიოკომპანია რიონს“, „არტ რადიოს“, „რადიო იმედს“ „ასოციაცია ათინათს“, „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“, „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ და „ტელე-რადიო კომპანია...
მედიააკადემია „მასტერკლასის“ მეორე ციკლს დავით ჩხიკვიშვილის ონლაინ ლექციებით იწყებს
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია მასტერკლასს აგრძელებს და ონლაინ ლექციების მეორე ციკლს დავით ჩხიკვიშვილის ვიდეოგაკვეთილებით იწყებს. ყველას, ვინც ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული და სურვილი აქვს იცოდეს, როგორ იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი, მედიასკოლა აძლევს შესაძლებლობას უფასოდ, ონლაინ რეჟიმში პროფესიონალი ოპერატორის სალექციო კურსით მიიღოს ცოდნა. დავით ჩხიკვიშვილის სალექციო კურსი 6 მასტერკლასს მოიცავს, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა ომისა და დემონსტრაციების...
კომუნიკაციების კომისიამ ევროპულ სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს მედიაწიგნიერების ტრენინგები ჩაუტარა
კომუნიკაციების კომისია განაგრძობს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლებში. კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა ევროპულ სკოლაში სამ სამიზნე ჯგუფს - III და IV კლასის მოსწავლეებს, VII და VIII კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ყალბი ახალი ამბების აღმოჩენის გზებზე ტრენინგები ჩაუტარა. ტრენინგს III და IV კლასის 30-მდე მოსწავლე ესწრებოდა, რომლებმაც ინტერნეტში არსებული საფრთხეების შესახებ დეტალური ინფორმაცია...
კომუნიკაციების კომისიამ მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა
კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი წესის შესაბამისად, ტელეკომ სფეროს რეგულირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარიმართება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ინდუსტრიის, ისე - მომხმარებლების ინტერესებზე. დამტკიცებული პროცედურის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია საჯარო...
კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 31 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება
მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ წლის ბოლომდე გრძელდება და ბაკალავრიატის სტუდენტებს ნაშრომების წარმოდგენის ვადა 31 დეკემბრის ჩათვლით აქვთ. საკონკურსო ნაშრომების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტების მხრიდან მაღალი ჩართულობისა და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფიდან გამომდინარე მიიღო. შეგახსენებთ, რომ კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების...