წინასაარჩევნოდ ტელემაუწყებლებმა 22.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2021 წლის საქართველოს მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ ტელე და რადიომაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 39 000 წუთზე მეტი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად რომ მიეღოთ, მათი შემოსავალი დაახლოებით 23.2 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. აქედან ტელემაუწყებლებში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 35 000 წუთზე მეტი...
„ტვ პირველმა“, „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ პოლიტიკური რეკლამა კანონდარღვევით გაავრცელეს
კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველს“, „მთავარ არხს“ და „ფორმულას“ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მაუწყებლებმა 27-29 ოქტომბერს ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსეს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერები მონაწილეობდნენ. აღნიშნული...
„აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ - მედიასკოლამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. „აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ - ამ თემაზე ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძესთან ერთად იმუშავეს. გორგილაძე წლების მანძილზე ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, იყო ასევე ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი. ის სხვადასხვა დროს...
მედიააკადემია აგრძელებს მედიის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და ახალ პროექტებს იწყებს
ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მედიააკადემია აგრძელებს მუშაობას და როგორც დამწყები, ისე მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის ახალ სასწავლო პროგრამებს, სემინარებსა და მასტერკლასებს გეგმავს. მედიააკადემიის სრული დატვირთვით ამუშავება, რაც პანდემიის პროცესში დროებით შეჩერებული იყო, უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში შევა. მედიააკადემიის, მედიასკოლა, რომელიც გერმანული, კერძოდ ბავარიის...
კომუნიკაციების კომისიის წევრი და ევროკავშირის ელჩი ერთობლივი პროექტის ფარგლებში პანკისში პედაგოგებს შეხვდნენ
კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პანკისის ხეობაში პედაგოგებს შეხვდნენ და მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ. კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა პედაგოგების შეკითხვებს უპასუხეს და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. დისკუსიის შემდეგ, პანკისის ხეობაში, ყვარელწყაროს, ომალოს, ბირკიანის, დუმასტურის, ჯოყოლოს, დუისისა და საკობიანოს საჯარო სკოლის...
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, რადიოების - კი 4%-ით შემცირდა
2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს. წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 20 მილიონ ლარს შეადგენს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები. ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი „ტელეიმედმა“ 5.9 მილიონი ლარის ოდენობით მიიღო, „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალმა 2.8 მილიონი ლარი შეადგინა, „რუსთავი 2“-მა 2.4...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ITU Digital World 2021-ზე ტელეკომ სფეროს გამოწვევებზე...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დარგის რეგულირების პრაქტიკული ამოცანები, ასევე ICT ინდუსტრიისა და ციფრული ეკონომიკის სტიმულირების ინიციატივები და მარეგულირებელი ორგანოების ჩართულობა...
აქციე იდეა რეალობად - მედიალაბი სტარტაპერებს „იდეადრომზე“ იწვევს
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი სტარტაპერებისთვის აცხადებს კონკურსს „იდეადრომი“. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივებაზე, საგანმანათლებლო გეიმინგზე, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვის მექანიზმებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ, 19 ნოემბრამდე აღნიშნულ მისამართზე უნდა დარეგისტრირდნენ. „იდეადრომის“ ფარგლებში, კონკურსის მონაწილეები გამოცდილ მენტორებთან ერთად იმუშავებენ. ერთი კვირის მანძილზე მენტორები მათ...
სტუდენტებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოცხადდა
კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მეორედ აცხადებს. კონკურსის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება, 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის...
დეზინფორმაციასთან გამკლავებაში კომუნიკაციების კომისიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები...
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადაამზადა. კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ამ საკითხებზე ტრენინგი კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანნა გვეტაძემ ჩაატარა. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმებს გაეცნენ,...