წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
თებერვალი
07, 2020
10:22

კავკასუს ონლაინს 90 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, შესაძლოა კომპანიას ავტორიზაცია შეუჩერდეს

თებერვალი 07, 2020 10:22

„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება კვლავ არ შეუსრულებიათ, რის გამოც, შპს „კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 63 930 ლარით დაჯარიმდნენ. საქმე ეხება კომპანიების წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას. კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში,...

თებერვალი
06, 2020
17:34

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

თებერვალი 06, 2020 17:34

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, დღეს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს...

თებერვალი
03, 2020
10:16

“ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში” - მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

თებერვალი 03, 2020 10:16

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ 11 ჟურნალისტისთვის სოციალურ მედიაში ამბის თხრობის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. მედიის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და მათი სოციალურ პლატფორმებზე განთავსების ეფექტიან ფორმებზე იმუშავეს. გამომდინარე იქიდან, რომ მედია გარემო სწრაფად ვითარდება, სოციალური მედია ყოველდღიურად იცვლება და ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებმა ცვლილებებს ფეხი აუწყონ და გამოწვევებს...

იანვარი
09, 2020
15:33

კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივი“ რუსულ ენაზე განთავსებული გადაცემების გამო დაასანქცირა

იანვარი 09, 2020 15:33

კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს: „ყველას გასაგონად“ და „Неделя“, რომლებიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის...

დეკემბერი
30, 2019
15:26

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დაასანქცირა და პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან დაუყოვნებლივ ამოღება...

დეკემბერი 30, 2019 15:26

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული...

დეკემბერი
23, 2019
15:49

Mediacritic.ge - გზამკვლევი საზოგადოებასა და მედიას შორის

დეკემბერი 23, 2019 15:49

Mediacritic.ge ახალი ვებ-პლატფორმაა, რომელიც დღეიდან  პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას. მედიაკრიტიკის ონლაინ-პლატფორმის მიზანია ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. მედიაკრიტიკის პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა. Mediacritic.ge იქნება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის, იმავდროულად ონლაინ პლატფორმა...

დეკემბერი
13, 2019
10:53

მედიააკადემიაში პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის ბრიტანელი ექსპერტის მასტერკლასი ჩატარდა

დეკემბერი 13, 2019 10:53

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ  პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის  საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ფრენკ უილიამსი ჩამოიყვანა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი  ჩაატარა. ტრენინგზე მედიის წარმომადგენლებს ექსპერტმა გაუზიარა გამოცდილება და მედიის გამოწვევებზე ისაუბრა. ფრენკ უილიამსი მრავალი წლის განმავლობაში, მუშაობდა BBC World Service-სა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაში. უილიამსი ამჟამად პრაღაში, მედია უნარების ...

დეკემბერი
12, 2019
16:47

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

დეკემბერი 12, 2019 16:47

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. კომისიამ კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მისცა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. კომპანიები ვალდებული იყვნენ 3 დეკემბრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ...

დეკემბერი
11, 2019
16:54

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით კახა ბექაური აირჩია

დეკემბერი 11, 2019 16:54

საქართველოს პარლამენტმა  კომუნიკაციების კომისიის წევრად ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების  გადაწყვეტილებით კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული. კახა ბექაურს კომისიის წევრობის უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 24 იანვარს ეწურება. ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. კახა ბექაურის კომისიის  წევრად დანიშვნის შესაბამისი...

დეკემბერი
06, 2019
10:12

მედიააკადემიის საჯარო ლექცია - საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში

დეკემბერი 06, 2019 10:12

როგორ გავაშუქოთ საერთაშორისო კონფლიქტები, რა უნდა ვიცოდეთ დიპლომატიასა და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ - ამ თემაზე პრაღიდან დაბრუნებულმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიააკადემიაში საჯარო ლექცია გამართა. როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რა როლი აქვს დიპლომატიურ სამყაროს  კონფლიქტების მოგვარებაში, რა სირთულეები უძღვის ხოლმე პრაღაში „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებებს, რა შედეგები...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები