კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ კვლავ 270 ათასი ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეცხრე თვეა არ ასრულებს. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა პირველ აგვისტომდე მისცა. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების მფლობელი ყველა...
“მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ტარიფებს ვეღარ...
დღეიდან კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ახალი რეგულაცია ეხება, როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე - მოკლე ტექსტურ...
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რეკორდული რაოდენობის, 185 ნაშრომი...
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების მესამე კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უპრეცედენტო რაოდენობის, 185 ნაშრომი შევიდა. პირველ კონკურსში მონაწილეობა 17-მა მოსწავლემ მიიღო, მეორეში მონაწილეთა რაოდენობა გასამმაგდა და 57 საკონკურსო ნაშრომი შევიდა, ხოლო მესამე კონკურსში კონკურსანტთა რაოდენობა 11-ჯერ გაიზარდა. მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?! მიზანია, მოზარდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარება,...
რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო ცვლილებები მოქმედ რადიო მაუწყებლებს არ ეხებათ
საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო წესის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საკონსულტაციო დოკუმენტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს კომისიის მიერ შემუშავებული სტრატეგია რადიო მაუწყებლებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებსა და სირთულეებს შეუქმნის. აღნიშნულ ინფორმაციას კავშირი არ აქვს სიმართლესთან, შესაბამისად, ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სტრატეგიით დადგენილი ცვლილებები არ ეხება...
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ნაშრომების მიღება 21 ივნისის ჩათვლით გრძელდება
მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ დამატებით ერთი კვირით გახანგრძლივდა - მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს ნაშრომების წარდგენა 21 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის ვადის ერთი კვირით გაგრძელების გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეთა მხრიდან მაღალი ჩართულობისა და ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. კონკურსის ფარგლებში, 14 ივნისის ჩათვლით, რეკორდული რაოდენობა, - 160-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა და ვადის გასვლის მიუხედავად, მოსწავლეების...
კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიში
კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, 2020 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი. 2019 წელი გამორჩეული იყო როგორც მედიისა და მაუწყებლობის, ასევე ტელეკომ სფეროსთვის. დღეს ქვეყანაში 100-ზე მეტი მაუწყებელია, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი აბონენტების რაოდენობა დინამიურად - მზარდი. 2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა, 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა,...
„მთავარმა არხმა“ ეთერში პროგრამა რუსულ ენაზე განათავსა, რითაც კანონი დაარღვია
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა...
როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას - კომუნიკაციების კომისია 10 სკოლაში ონლაინ გაკვეთილებს ატარებს
როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას - კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, 10 საჯარო სკოლაში 200 მოსწავლისთვის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში ეხმარებიან, ეს უნარები მოზარდებს ნამდვილი და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევასა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში დაეხმარებათ. ტრენინგი BBC...
კომუნიკაციების კომისია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ...
კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს. „კავკასუს ონლაინს“ კანონით დაკისრებული ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია. საქმე ეხება კანონდარღვევით, კომისიის თანხმობის გარეშე, კომპანიის წილის გასხვისებას. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბერს დააკისრა,...
ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
17 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“, კერძოდ, გადაცემა „დროებამ“ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ეთერში დეზინფორმაცია გაავრცელა. გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 30%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ამავე სიუჟეტის ავტორი ამტკიცებს, რომ სოფლებში - ილიაწმინდა, გუდალეთი და ბოდბისხევი - ინტერნეტი შეყვანილი არ არის. გადაცემაში აღნიშნული ორივე ინფორმაცია ყალბია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის...