კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივი“ რუსულ ენაზე განთავსებული გადაცემების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, 5000 ლარით დააჯარიმა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას „ყველას გასაგონად“, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და...
კომუნიკაციების კომისია: „ფორმულას“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ დაურღვევია
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში განთავსებულ გადაცემას „ფსკერი“, სადაც მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა „ახალი დღის“ ლოგოების და ვიზუალური შეფუთვის უცვლელი სახით გამოყენება. კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს,...
2021 წლიდან მომხმარებელს მობილურ მომსახურებას ვირტუალური ოპერატორები გაუწევენ
ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო - კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ სიკეთეებს მომხმარებელი 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლით მიიღებს. საზოგადოებისთვის ეს ახალი შესაძლებლობაა, რომელიც ინოვაციურ პროდუქტებს, კომფორტულ სერვისებს და ახალ შეთავაზებებს გულისხმობს. მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია...
კომუნიკაციების კომისიამ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის მედიაწიგნიერების...
“დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა” - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ტარდება. მედიაწიგნიერება, როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლის იარაღი, ძირითადი არსი და პრინციპები, როგორია მედიაწიგნიერების როლი სტერეოტიპებით გამოწვეულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და როგორ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას თანამედროვე...
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2020 წლის მეორე კვარტალში
2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა. 2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 12.2 მილიონი ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. 2020 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე...
კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” საჯარო შენიშვნები არაკეთილსინდისიერია და საერთაშორისო ორგანიზაციების...
კომუნიკაციების კომისია კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციების მიერ „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შესახებ საჯაროდ წარდგენილ შენიშვნებს არაკეთილსინდისიერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო შენიშვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და ანგარიშებში ცრუ ინფორმაციის მოხვედრას ემსახურება. აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის გუშინდელმა სხდომამ დაადასტურა, სადაც კოალიციის...
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ფულადი ჯარიმა უკვე მესამედ...
კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეათე თვეა არ ასრულებს. „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა...
კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რასტო...
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. კომუნიკაციების კომისიის მონიტორები ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რასტო კუზელმა გადაამზადა. ექსპერტმა კომუნიკაციების კომისიის მონიტორებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის...
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა. მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო. 185 მაღალი ხარისხის და საინტერესო ნაშრომიდან, მაღალი კონკურენციის პირობებში,...
5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო პროცესი დასრულდა
2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნდა „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კითხვები შპს „მაგთიკომისგან“ და სს „სილქნეტისგან“. საკონსულტაციო რეჯიმის ფარგლებში შედგა ონლაინ შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებსა და საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებს შორის, რომელიც ემსახურებოდა საფასურის დაანგარიშებასთან...