ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ნოემბერს შპს „მობიტელის“ განცხადების საფუძველზე ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად ორი აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე გამოტანილია 2100 მგჰ სიხშირულ დიაპაზონში ორი - 2x5 მგჰ სიხშირული ზოლი. აუქციონში რესურსით სარგებლობის თითოეული ლიცენზიის საწყისი საფასური 6 904 704 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა შეადგენს რესურსით სარგებლობის ...
სს „სილქნეტმა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელმა“ შერწყმაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღეს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი წერილით სს „სილქნეტმა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელმა“ მიმართეს. კომპამიებმა სს „სილქნეტისა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა მოთხოვეს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე კომისიამ წარმოება დაიწყო და დაადგინა, რომ სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე ...
კომისიამ შპს „ივერია ქსელს“ შპს „ახალი ქსელების“ სასარგებლოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუუქმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „ივერია ქსელმა” და შპს „ახალმა ქსელებმა“ მიმართეს. განცხადების თანახმად, კომპანიებმა შპს „ივერია ქსელის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N107 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების შპს „ახალი ქსელების” სასარგებლოდ დათმობის შესახებ თანხმობა მოითხოვეს. შპს „ივერია ქსელი” ფიქსირებული საკომუნიკაციო ...
შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მაუწყებლობა მოდიფიცირდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ტელეკომპანია თბილისმა” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ განცხადებით მიმართა. მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისას მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართელოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიამ შპს „ტელეკომპანია თბილისს” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას მაუწყებლობის სახეობად ...
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულად ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი“ გამოაცხადა. საკონკურსო სხდომა კომისიაში 8 დეკემბერს ჩატარდა. კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №87 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №87 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2016 წლის 08 დეკემბერი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №87 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი); შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №86 საკონკურსო სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №86 საკონკურსო სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2016 წლის 08 დეკემბერი, 13:00 საათი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67...
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ I. აღწერილობითი ნაწილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 გადაწყვეტილებით შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №706 ლიცენზიას გაუგრძელდა ...
