საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №36 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2012 წლის 14 ნოემბერი, 16:00 საათი 1. არასამეწარმეო ...
შპს ”ტელეარხი 25”-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/519-12, 24.09.2012წ.) მიმართა შპს ”ტელეარხი 25”-მა კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეარხი 25” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიას 2012 წლის 31 ოქტომბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო ...
შპს ”საქაერონავიგაციისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”საქაერონავიგაციამ” კომისიას მიმართა განცხადებით №8/101შ, 13.09.2012 (კომისიაში რეგისტრაციის №7/508-12, 13.09.12), ფრენების მეტეოროლოგიურ უზრუნველსაყოფად რადიოლოკატორის ფუნქციონირებისთვის 9595მჰც სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქაერონავიგაციას” რადიოლოკატორი ესაჭიროება ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა: 1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: ა) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ...
შპს ,,ტელეარხი -25“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და ...
შპს ”ტელეკომპანია მზის“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/538-12, 16.10.2012წ.) მიმართა შპს ”ტელეკომპანია მზემ” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მზე” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო ...
სს “საქართველოს ბანკისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს ბანკმა” (რეგისტრირებული კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მიერ, რეგ.№ 06/5-07, 29.11.1995; ს.კ. № 204378869) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/535-12, 10.10.12) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია მოძრავ ობიექტებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ...
სს ”გამოფენების ცენტრისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”გამოფენების ცენტრმა” (რეგისტრირებული დიდუბის სასამართლოს მიერ 1996 წლის 30 აგვისტოს, რეგ. № 2/5-58, ს.კ. №201990104) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/514-12, 20.09.12) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული ...
შპს “კომპანია ბლექ სი გრუპისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს “კომპანია ბლექ სი გრუპმა” (რეგისტრირებული კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მიერ, რეგ. № 06/4-2008; ს.კ. № 204477734) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/479-12, 24.08.12) მცხეთის მუნიციპალიტეტში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია საავტომობილო გზების მშენებლობის ...
