შეტყობინება სს ,,სილქნეტს“
2021 წლის 2 სექტემბერს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია მოსამზადებელ სხდომაზე განიხილავს სს ,,სილქნეტის“ მიმართ შპს ,,ალტ ინფოს“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხს.
შეტყობინება შპს „ტელეიმედს“
2021 წლის 2 სექტემბერს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.
შეტყობინება შპს „მაგთიკომს“
2021 წლის 2 სექტემბერს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია მოსამზადებელ სხდომაზე განიხილავს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე, შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნიკოლზ მანაგაძის საჩივრების განსახილველად მიღების საკითხს.
შეტყობინება მოქალაქე: ნიკოლოზ მანაგაძეს
2021 წლის 2 სექტემბერს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია მოსამზადებელ სხდომაზე განიხილავს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე, შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნიკოლზ მანაგაძის საჩივრების განსახილველად მიღების საკითხს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 26 აგვისტოს N37 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის ...
შპს „ჯენეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ელჩინ მამედოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის...
შპს „ჯენეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ელჩინ მამედოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 4 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს „ჯენეტმა“ (ს/კ 434158403) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3324 04.08.2021), კომპანიის წილის 100%-ის ფიზიკური პირის ელჩინ მამედოვის (პ/ნ 28001008253) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის ...
შპს „ჰანი ჰოსთის“ წილის 30%-ის ფიზიკური პირის ბექა კვახაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის...
შპს „ჰანი ჰოსთის“ წილის 30%-ის ფიზიკური პირის ბექა კვახაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 9 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს „ჰანი ჰოსთმა“ (ს/კ 405358223) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3462 09.08.2021), კომპანიის წილის 30%- ის ფიზიკური პირის ბექა კვახაძის (პ/ნ 01013018379) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების ...
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-7/3525, 11.08.21 და № შ-21-7/3811, 24.08.21), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების ...
კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 145 ნაშრომი შემოვიდა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რიგით მეხუთე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა და გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა. მედიაწიგნიერების კონკურსში, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. მაღალი კონკურენციის პირობებში, ჟიურიმ 145 საკონკურსო ნაშრომიდან სამი საუკეთესო შეარჩია და ...
