წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
აგვისტო
02, 2024
12:07

ComCom-მა სხდომაზე კომპლექსური კვლევის ფარგლებში ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

აგვისტო 02, 2024 12:07

კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზეპირი მოსმენა ჩაატარა. სხდომას როგორც ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლები, ისე ყველა დაინტერესებული პირი ესწრებოდა. კომპლექსური კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას 2024 წლის 8 აგვისტოს მიიღებს. ზეპირ მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული ანალიზის შედეგები...

ივლისი
29, 2024
14:46

ComCom-მა ზუგდიდისა და ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ შეხვედრები ჩაატარა

ივლისი 29, 2024 14:46

კომუნიკაციების კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტებში მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი ზუგდიდსა და ხელვაჩაურში მერიის თანამშრომლებს შეხვდა და პრეზენტაციას გაუძღვა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საკითხები, მათ შორის მედიაწიგნიერების როლი და მნიშვნელობა, ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა და ყალბი ინფორმაციის ტიპების...

ივლისი
26, 2024
15:21

ComCom-მა ცაგერსა და ლენტეხში 350-მდე ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

ივლისი 26, 2024 15:21

კომუნიკაციების კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ აქტიურად აგრძელებს სემინარების ჩატარებას ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებს ორივე მუნიციპალიტეტიდან უკვე 350-მდე ადგილობრივი დაესწრო, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების,  ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების...

ივლისი
25, 2024
18:13

ComCom-მა „მთავარი არხი” პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის დაასანქცირა

ივლისი 25, 2024 18:13

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კომისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს. კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები...

ივლისი
25, 2024
17:31

ComCom-მა „მაგთიკომს“ მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისთვის 3 ვალდებულება დააკისრა

ივლისი 25, 2024 17:31

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსურ კვლევასა და კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების დასკვნებზე დაყრდნობით, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით, მას სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მსურველ  ოპერატორებს...

ივლისი
25, 2024
16:08

„მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია

ივლისი 25, 2024 16:08

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები...

ივლისი
24, 2024
15:31

დომაგო იურიევიჩი: ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია

ივლისი 24, 2024 15:31

„ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია, რის შედეგადაც ქართველი მომხმარებელი ზარალდება, ამიტომ, საბითუმო ბაზარზე, წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტმა და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომაგო იურიევიჩმა გააკეთა. დომაგო იურიევიჩის თქმით როგორც მობილური, ისე ფიქსირებული...

ივლისი
24, 2024
14:55

ევროკავშირის ექსპერტები: „ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო ზღუდავს და აზიანებს...

ივლისი 24, 2024 14:55

„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია და ხასიათდება დაბალი დინამიურობით, რაც ზღუდავს მომხმარებლებს და მათზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს.“ - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნის. კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები, მათ...

ივლისი
24, 2024
14:19

ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კონკურენციის გაჯანსაღების მიზნით ComCom-მა „მაგთიკომს“...

ივლისი 24, 2024 14:19

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ აბონენტების  და შემოსავლების რაოდენობით, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობით, ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და დაასკვნეს, რომ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემოების გამოსწორების მიზნით, მას კომუნიკაციების კომისიამ...

ივლისი
24, 2024
13:34

ევროკავშირის ექსპერტები: „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ზღუდავს კონკურენციას, ვინაიდან ის...

ივლისი 24, 2024 13:34

„კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება.“ - ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები