წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივნისი
14, 2024
14:37

ევროკავშირის ექსპერტები: „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორია და...

ივნისი 14, 2024 14:37

„კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება.“ - ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური...

ივნისი
14, 2024
13:58

ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 981 არაკონკურენტულია და ბაზარი...

ივნისი 14, 2024 13:58

„ფიქსირებულ  ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან - 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს  მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ - ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ  45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი“ - ეს შედეგები კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიღეს....

ივნისი
11, 2024
13:28

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა

ივნისი 11, 2024 13:28

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სოფელ საიმერლოს, ქალაქ მარნეულის, საგარეჯოსა და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლების 150 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა და მოსწავლეებს კონკურსის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული სხვა საკითხები გააცნო. სემინარების ფარგლებში, მონაწილეებმა BBC Academy-ის...

ივნისი
10, 2024
10:56

ComCom-ის მედიააკადემიაში დავით ჩხიკვიშვილმა ტელეოპერატორები გადაამზადა

ივნისი 10, 2024 10:56

ComCom-ის მედიააკადემიაში „როიტერის“ რეპორტიორის, დავით ჩხიკვიშვილის ხელმძღვანელობით ტელეოპერატორებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა, რომელიც არაერთი დემონსტრაციისა თუ ომის, ასევე, ქართული და საერთაშორისო მოვლენების უნიკალურ კადრებს მოიცავს. შეხვედრის ფარგლებში, ტელეოპერატორებმა ამბის კადრით მოყოლის ტექნიკების, გადაღების დაგეგმვის პროცესის, განათების, ფოკუსისა და კომპოზიციის შერჩევის პრინციპების, ასევე,...

ივნისი
07, 2024
14:03

„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ მონაწილე სტუდენტებმა 130-მდე სკოლის მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს

ივნისი 07, 2024 14:03

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტის, „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადამზადებულმა სტუდენტებმა თბილისის მე-8, 145-ე, 143-ე და 29-ე სკოლების IX, X და XI კლასის 130-მდე მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს. სტუდენტებმა თავდაპირველად მონაწილეობა მიიღეს ComCom-ის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ კონკურსში, სადაც საუკეთესო ნაშრომის ავტორებად დასახელდნენ. მათი შემდგომი კარიერული განვითარების მიზნით კი, მედიაწიგნიერების ექსპერტის დახმარებით, მედიაწიგნიერების...

ივნისი
07, 2024
10:08

მედიაწიგნიერების საგანი 6 სკოლაში უკვე ინტეგრირდა და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება

ივნისი 07, 2024 10:08

კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, კვლავ აქტიურად აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 175-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც ComCom-ის მიერ, მედიაწიგნიერებაში გადამზადებული პედაგოგი გაუძღვა. სემესტრის განმავლობაში, აღნიშნული საგნის ფარგლებში, მოსწავლეები მედიაწიგნიერების...

ივნისი
06, 2024
16:58

ComCom-მა მობილური ბაზრის კომპლექსური კვლევის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 9 აგვისტომდე გადაავადა

ივნისი 06, 2024 16:58

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კომპლექსური კვლევის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 9 აგვისტომდე გადაავადა, ხოლო ზეპირი მოსმენის ვადად - 18 ივლისი განსაზღვრა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ მიერ, დამატებითი კომენტარების წარმოდგენის გამო გადაავადა, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი მოცულობითია და სიღრმისეულ დამუშავებას,  შესწავლას და დამატებით დროს საჭიროებს. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით...

ივნისი
06, 2024
14:41

ComCom-ის წევრი ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტზე: „საქართველომ უნდა გამოიყენოს დარგის პოტენციალი და...

ივნისი 06, 2024 14:41

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, მზია გოგილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) მაღალი დონის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, კვირეულის ფარგლებში ComCom-სა და ბაჰრეინის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს (TRA) შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება...

ივნისი
05, 2024
16:46

2023 წელს ComCom-ის მედიასკოლაში 13 სემინარი ჩატარდა, ხოლო მედიაკრიტიკის პლატფორმაზე 119 მასალა გამოქვეყნდა

ივნისი 05, 2024 16:46

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშში წარმოდგენილია მედიასკოლის საქმიანობა, საიდანაც ირკვევა, რომ მედიასკოლა, მედიასტანდარტების დანერგვის მიზნით, მეხუთე წელია აქტიურად მუშაობს და მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. გასულ წელს მედიასკოლამ პროდიუსერებისთვის, ასევე მოქმედი და დამწყები ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის 13 სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 190-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი გადამზადდა. გარდა სემინარებისა, მედიით...

ივნისი
05, 2024
16:15

2023 წელს ComCom-ის მედიალაბში 20-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა და 450-მდე სტარტაპერი გადამზადდა

ივნისი 05, 2024 16:15

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, ციფრული წიგნიერების განვითარებისა და ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად მუშაობდა მედიააკადემიის მედიალაბი, სადაც 2023 წელს სტარტაპერებისთვის 20-ზე მეტი სემინარი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, 450-მდე დაინტერესებული პირი გადამზადდა. გასულ წელს, მედიალაბის ორგანიზებით, ორჯერ ჩატარდა კონკურსი “იდეადრომი”, რომელიც მიზნად სტარტაპ იდეების აღმოჩენას, პოტენციური...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები