ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს კომპლექსური კვლევა გააცნეს
საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციაში შემავალი ოპერატორებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ინტერნეტის ფასის დაწევის, ასევე, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის გახსნისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრაზე ComCom-ის წევრი, ეკატერინე იმედაძე კომპანიების წარმომადგენლებს მიესალმა და კომისიის მიმდინარე პროექტებზე, ტელეკომ ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, მცირე და...
საქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნად სტრასბურგში ღონისძიება...
საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე ქვეყანაა, შესაბამისად, თბილისში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედია კონფერენცია ჩატარდება. ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყნის არჩევასთან დაკავშირებით სტრასბურგში ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის, კომუნიკაციების კომისიისა და ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელმა...
ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ევროპის 5G კონფერენციაში მიიღეს
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სანდრო ქარუმიძემ ბრიუსელში გამართულ მე-5 თაობის ქსელის ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში 5G ინტერნეტის წარმატებული დანერგვის პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა განიხილეს. ღონისძიებაზე ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე გამახვილდა, რომლებიც ევროკავშირში სპექტრის ჰარმონიზაციისა და სატელეკომუნიკაციო სექტორში ინვესტიციების...
კახა ბექაური: დამოუკიდებელ კომისიაზე ზეწოლის მიზნით, „მაგთიკომი“ აბსურდული ბრალდებებით უსუსურ კამპანიას ეწევა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე „მაგთიკომის“ აბსურდულ ბრალდებებს ეხმაურება. კახა ბექაურის შეფასებით, კომპანია „მაგთიკომი“ ვერ ეგუება ComCom-ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც ტელეკომ ბაზრის გახსნისა და კონკურენციის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული. ბაზარზე არსებული პრობლემების გადაფარვის მოტივით, კომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აბსურდული ბრალდებებით და აქცენტების გადატანით უსუსურად ცდილობს. „კომპანია „მაგთიკომის“ განცხადება, რომელიც...
შორენა შავერდაშვილმა TMI-ის კონფერენციაზე ComCom-ის მედიააკადემიის საქმიანობა შეაჯამა
Tri Media Intelligence-მა (TMI), რომელიც სატელევიზიო აუდიტორიის მთვლელი ორგანიზაცია და ასევე, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორია, ყოველწლიური ღონისძიება გამართა, სადაც სხვა პარტნიორებთან ერთად, კომუნიკაციების კომისიისა და ComCom-ის მედიააკადემიის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. კონფერენციის მთავარ მიზანს ინოვაციებისა და მედია სივრცეში არსებული გამოწვევების გამკლავების მიმართულებით, გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის...
კომუნიკაციების კომისიის მრჩეველმა ITU-ს მადლობის სიგელი მიიღო
კომუნიკაციების კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სერგო შავგულიძემ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისგან (ITU) მადლობის სიგელი მიიღო, რომელსაც ხელს ITU-ს გენერალური მდივანი, დორინ ბოგდან-მარტინი აწერს. სიგელთან ერთად გამოგზავნილ წერილში, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი სერგო შავგულიძეს მადლობას უხდის იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან, როგორც რადიოკომუნიკაციის სექტორის (ITU-R) მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (SG5) ვიცე-თავმჯდომარემ, ITU-ს რადიოკომუნიკაციის სექტორის...
ComCom-ის მედიააკადემიაში დავით კაკულიას მასტერკლასი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს” ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორი ტელეწამყვანი და სამხედრო რეპორტიორი, დავით კაკულიაა. მასტერკლასი განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების გაშუქებითა და რეპორტიორობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მასტერკლასი მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი. საავტორო ლექციების ფარგლებში, დავით კაკულია მაყურებელს იმ მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში,...
100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი სასაუბრო დროსთან ერთად 35%-ით...
100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში...
ტელეკომუნიკაციების შესახებ ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის წიგნი გამოიცა
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორი სერგო შავგულიძის თანაავტორობით, ტელეკომუნიკაციების შესახებ ახალი წიგნი - “კომუნიკაცია დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებით” გამოიცა. აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიები, კვლევის პერსპექტივები დედამიწის დაბალი ორბიტის (LEO) თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემებში, ასევე, წარმოგვიდგენს უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით, LEO თანამგზავრების გლობალურ უსადენო...
საქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ ComCom წარადგენს
საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე გახდა და ამავე წელს, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედია კონფერენციას უმასპინძლებს. საქართველოს ობსერვატორიის აღმასრულებელ საბჭოში ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე წარადგენს: „ჩვენთვის დიდი პატივია ობსერვატორიის თავმჯდომარეობა, რომელიც ჩვენი პორტუგალიელი კოლეგებისგან გადმოგვეცა. მზად ვართ, 2024 წლის განმავლობაში, ღირებული წვლილი შევიტანოთ ობსერვატორიის მუშაობაში და ველით პარტნიორებთან მჭიდრო...