მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ლინდა ლიუკასმა მასწავლებლებისთვის „გამარჯობა რუბის“ ახალი წიგნის...
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის “გამარჯობა რუბის” ახალი წიგნის პრეზენტაცია წიგნების ავტორმა და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებულმა ლინდა ლიუკასმა ჩაატარა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 80-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. ლინდა ლიუკასის ახალი გამოცემა 4 წიგნს ერთ სახელმძღვანელოში აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის მეორე ქვეყანა, სადაც “გამარჯობა რუბის”...
ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით (KIU) გამართულ ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ComCom-ის როლზე ისაუბრა. ფორუმის მთავარ თემას “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის” წარმოადგენდა და მიზნად საგანმანათლებლო სექტორში მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარებას ისახავდა. ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია ციფრული...
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ამასთან ერთად, ComCom-ის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით და მოზარდების...
ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 58-ე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
ბუქარესტში გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 58-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარმა სპეციალისტმა, თამარ ხუხუნაიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მთავარ თემებს მედიისა და ინფორმაციის საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის გამოყენება და კონტენტის მიწოდების მომავალი წარმოადგენდა, რომლის...
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისთვის, 160-ზე მეტ სკოლის დირექტორთან საინფორმაციო...
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც, 160-ზე მეტი სკოლის დირექტორი და რესურს ცენტრის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრებზე ჩატარდა პრეზენტაცია მედიაწიგნიერების საგნის და იმ საგანმანათლებლო რესურსების შესახებ, რომლებიც “მედიაწიგნიერების...
ComCom-მა მედიაწიგნიერების კვირეული მასწავლებელთა ფორუმით გახსნა
კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მედიაწიგნიერების სტანდარტისა და “მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ფორუმს 60-მდე პედაგოგი და ონლაინ რეჟიმში, 40-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის...
ComCom-ის ორგანიზებით, 24-31 ოქტომბერს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული გაიმართება
კომუნიკაციების კომისია, გაეროს წევრ ქვეყნებთან ერთად, 24-31 ოქტომბერს საქართველოში რიგით მესამე, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს გამართავს. კვირეულის მანძილზე, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისა და სტარტაპეკოსისტემით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. სპეციალურად კვირეულისთვის კომუნიკაციების კომისია საქართველოში მედიაწიგნიერების საერთაშორისო...
ComCom-მა ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ სტუდენტების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩაატარა. შეხვედრას ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებთან საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ ისაუბრა. ლექციის მანძილზე, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს...
მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი “როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები” ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი “როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები” ჩატარდა. სემინარს ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა და მონაწილეებს მედიის სფეროში მიღებული 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა. ორდღიანი სემინარის ფარგლებში, განხილული იყო თუ რა თავისებურებები ახასიათებს კულტურის სფეროს სიახლეების გაშუქებას და რა ცოდნასა თუ უნარებს მოითხოვს ჟურნალისტისგან, რომელსაც მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს...
ComCom-მა ალტე უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის ფარგლებში, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს 5G-ის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე მიმოხილული იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში...