ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი “როგორ მოვძებნო მთავარი გმირი” ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისთვის სემინარი “როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?” ჩატარდა. სემინარს დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს ამბის დრამატურგიის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ორდღიანი შეხვედრა თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტებმა შეისწავლეს ამბის ისტორიად ქცევა, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლა და კრიტიკულად გაანალიზების მეთოდები. ამასთან ერთად კი, მიიღეს ინფორმაცია იმ...
ComCom-მა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩატარდა, რომელიც მიზნად სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს. ლექციას ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე გაუძღვა და მონაწილეებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის განმავლობაში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა...
ComCom-მა “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში თბილისსა და თელავში სტუდენტები გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიამ ბიბილაშვილი და თამარ კარბაია გაუძღვნენ და მონაწილეებს საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. სემინარის ფარგლებში, სტუდენტებმა წინა კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრებიც განიხილეს და BBC Academy-ის...
ComCom-მა გორსა და თბილისში სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა. შეხვედრებს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თამარ კარბაია და ნინო მაჭავარიანი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს კონკურსის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან...
ComCom-ისა და პორტუგალიის მარეგულირებლის თავმჯდომარეებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა და პორტუგალიის კომუნიკაციების ეროვნული ორგანოს (ANACOM) თავმჯდომარემ, ჟოაო კადეტე დე მატოსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ComCom-სა და ANACOM-ს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას ემსახურება. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კახა ბექაურმა გახსნა და კომუნიკაციების კომისიისა და პორტუგალიის კომუნიკაციების ეროვნული ორგანოს თანამშრომლობა შეაჯამა:...
ComCom-მა “ტელეიმედი” ეთერში თამბაქოს კანონდარღვევით დემონსტრირებისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ “ტელეიმედი” ეთერში თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით დემონსტრირებისთვის წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიაში შემოსული წერილის საფუძველზე, ComCom-მა “ტელეიმედის” მონიტორინგი განახორციელა, რომლის შედეგად, მაუწყებლის გადაცემაში “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, 2023 წლის 18 სექტემბერს, “ტელეიმედის” ეთერში გავიდა გადაცემა “კუნძული”, რომლის ფარგლებში განხორციელდა...
ComCom-მა ქუთაისში სტუდენტები ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის, “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრას ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ ბიბილაშვილი გაუძღვა და ახალგაზრდებს როგორც კონკურსის პირობების, ასევე საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მონაწილეებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი...
ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო...
კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. გახსნით სესიაში, რომელიც კონკურენციასა და მომხმარებლის უფლებების კუთხით მიღწევებს და გამოწვევებს ეხებოდა, ComCom-ის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების...
ComCom-მა სეუ-ს სტუდენტები “ნამდვილი თუ მოგონილის?!” პროექტის ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები გადაამზადა. სემინარს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნინო მაჭავარიანი უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს კონკურსის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულმა სტუდენტებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი...
ComCom-მა ოზურგეთში, ჩოხატაურსა და სამტრედიაში 1070 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით დასრულდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, რომლის ფარგლებშიც, სულ 80-მდე სემინარი ჩატარდა და 1070 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა. ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ ცნობიერება აიმაღლეს. აღნიშნულ...