ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 58-ე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
ბუქარესტში გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 58-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარმა სპეციალისტმა, თამარ ხუხუნაიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მთავარ თემებს მედიისა და ინფორმაციის საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის გამოყენება და კონტენტის მიწოდების მომავალი წარმოადგენდა, რომლის...
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისთვის, 160-ზე მეტ სკოლის დირექტორთან საინფორმაციო...
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც, 160-ზე მეტი სკოლის დირექტორი და რესურს ცენტრის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრებზე ჩატარდა პრეზენტაცია მედიაწიგნიერების საგნის და იმ საგანმანათლებლო რესურსების შესახებ, რომლებიც “მედიაწიგნიერების...
ComCom-მა მედიაწიგნიერების კვირეული მასწავლებელთა ფორუმით გახსნა
კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მედიაწიგნიერების სტანდარტისა და “მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ფორუმს 60-მდე პედაგოგი და ონლაინ რეჟიმში, 40-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის...
ComCom-ის ორგანიზებით, 24-31 ოქტომბერს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული გაიმართება
კომუნიკაციების კომისია, გაეროს წევრ ქვეყნებთან ერთად, 24-31 ოქტომბერს საქართველოში რიგით მესამე, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს გამართავს. კვირეულის მანძილზე, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისა და სტარტაპეკოსისტემით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. სპეციალურად კვირეულისთვის კომუნიკაციების კომისია საქართველოში მედიაწიგნიერების საერთაშორისო...
ComCom-მა ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ სტუდენტების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩაატარა. შეხვედრას ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებთან საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ ისაუბრა. ლექციის მანძილზე, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს...
მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი “როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები” ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი “როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები” ჩატარდა. სემინარს ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა და მონაწილეებს მედიის სფეროში მიღებული 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა. ორდღიანი სემინარის ფარგლებში, განხილული იყო თუ რა თავისებურებები ახასიათებს კულტურის სფეროს სიახლეების გაშუქებას და რა ცოდნასა თუ უნარებს მოითხოვს ჟურნალისტისგან, რომელსაც მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს...
ComCom-მა ალტე უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის ფარგლებში, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს 5G-ის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე მიმოხილული იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში...
ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმზე მარეგულირებლების ახალ გამოწვევებზე...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIC) მიერ ორგანიზებულ მარეგულირებელთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია თემებზე “მომავლის მარეგულირებლების სტრუქტურები და მოდელები“ და „გლობალური პროგრესი”. პანელურ განხილვაში ComCom-ის წევრთან ერთად, ბელგიის საფოსტო სერვისებისა და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (BIPT) საბჭოს თავმჯდომარე მიშელ ვან ბელინგენი, აშშ-ის ფედერალური...
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ბათუმის N6 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 40 სკოლის დირექტორისთვის და რესურს ცენტრის წარმომადგენლებისთვის, მედიაწიგნიერების საგნის და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. პროექტი...
“მედია გარემო და მედიის რეგულირება” - ComCom-მა “თსუ”-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება” გამართა. შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის წევრი, ივანე მახარაძე გაუძღვა, რომელმაც სტუდენტებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლექციის ფარგლებში, განხილული იყო თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის...