ComCom-მა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G-ის შესახებ ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ლექცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ ახალგაზრდებს 5G-ის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საჯარო შეხვედრას ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სანდრო ქარუმიძე გაუძღვა, რომელმაც 5G ტექნოლოგიის უპირატესობები, უკვე დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნები, მსოფლიოში არსებული ტენდენციები და ამ...
ComCom-მა ამბროლაურში 300-ზე მეტი ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანას, ბუგეულის, ჭრებალოს, ძირაგეულის, ხოტევის, ხვანჭკარას, კლდისუბანის, მეორე ტოლას, წესის, ნიკორწმინდის, პირველი ტოლას, სადმელის, ლიხეთის, ურავისა და კვაცხუთის 300-ზე მეტი მოსახლე, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა. სპეციალისტების დახმარებით, მონაწილეებმა ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის,...
ComCom-ის მედიალაბში სტარტაპის ფინანსების მართვის შესახებ სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი “როგორ ვმართოთ ფინანსები სტარტაპში” ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი და “Ants”-ების თანადამფუძნებელი, ნიკა წიკლაური უძღვებოდა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა სტარტაპის ფულადი სახსრების, მოპოვებული ინვესტიციებისა თუ გრანტების ეფექტიანად გადანაწილებისა და ბიუჯეტის მართვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების...
OFCOM: მედიაწიგნიერების მიმართულებით ComCom-ის ინოვაციური მიდგომები შთამბეჭდავია
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გრძელიშვილი, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის ოფისში (OFCOM), ბრიტანელ კოლეგებს შეხვდნენ. სამუშაო ვიზიტი OFCOM-თან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მედიაწიგნიერების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. შეხვედრაზე განხილული იყო მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიის შემუშავების, კვლევების...
ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით, კვლევა მიმდინარეობს
კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ჩატარებული ეკონომიკური გავლენის ანალიზის შედეგები მობილურ ოპერატორებს გააცნო. პროექტი შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას, როუმინგული ტარიფების შემცირებას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე როგორც საბითუმო, ისე საცალო ტარიფების შემცირებას ემსახურება. შეხვედრის...
5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზია მიენიჭა
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები 15 წლის ვადით მიენიჭა. კერძოდ, ComCom-ის მიერ, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, „სელფი მობაილი“ ერთი კომბინირებული და სამი ცალკემდგომი ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რაც 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავდა. აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა,...
ComCom-მა ტელეკომ ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დოკუმენტის არაფორმალური გამოქვეყნების საბოლოო ვადად...
2023 წლის 10 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ ცვლილების პროექტი არაფორმალურად გამოაქვეყნა დაინტერესებული მხარეებისთვის და დოკუმენტის არაფორმალური გაზიარების საბოლოო ვადად განსაზღვრა მიმდინარე წლის 31 აგვისტო, თუმცა დოკუმენტის მნიშვნელობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, კომისია ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების მოთხოვნას და მეთოდოლოგიური წესების არაფორმალური...
ComCom-მა ამბროლაურში 100-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ამბროლაურის სოფელ ნიკორწმინდის, სადმელის, ჭრებალოსა და კვაცხუთის 100-მდე მოსახლე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადამზადდა. პროგრამა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 24 ივლისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 200-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით, ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და...
ComCom-მა ოზურგეთში 170 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სოფელ ბაილეთში, ბოგილში, ჭანიეთურში, ახალსოფელში, ციხისფერდში, ვაკეში, მოცვნარში, ხრიალეთში, მთისპირში, გაღმა დვაბზუში და ფამფალეთში 170 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა. ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის შექმნისა და გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო...
5G აუქციონი დასრულდა - ახალ ტექნოლოგიას “სელფი მობაილი” დანერგავს
კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა. აუქციონის ფარგლებში, ComCom-მა “სელფი მობაილი” N18, N19 და N24 ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც, კომპანიას 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება. აღნიშნული ლოტების საფასურმა 226 800, 226 800 და 1 386 000 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოსაპოვებლად კი, “სელფი მობაილს” განესაზღვრა 1 თვის ვადა, რომლის მანძილზეც მან...