წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ოქტომბერი
13, 2023
13:43

ComCom-ის წევრმა ივანე მახარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან მედიაგარემო და ტელეკომ პროექტები შეაჯამა

ოქტომბერი 13, 2023 13:43

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის სხდომაზე, საქართველოში მედიისა და ტელეკომ სექტორში არსებული გარემო შეაფასა.  შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული შედეგების შეჯამებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: საინფორმაციო საზოგადოება, აუდიო-ვიზუალური და მედიის სფერო, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება,...

ოქტომბერი
13, 2023
10:32

ComCom-მა BTU-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

ოქტომბერი 13, 2023 10:32

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 5G-ის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ. ლექციაზე ასევე მიმოხილული იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები...

ოქტომბერი
12, 2023
15:32

ComCom-მა „ქლაუდ ცხრა” არალეგალური ვებგვერდების კანონდარღვევით მომსახურებისთვის გააფრთხილა

ოქტომბერი 12, 2023 15:32

კომუნიკაციების კომისიამ „ქლაუდ ცხრა”  მომსახურების კანონდარღვევით გაწევისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, რომელიც ინტერნეტმომსახურებას სწორედ „ქლაუდ ცხრისგან“ იღებს, ავრცელებს საავტორო უფლებების დამრღვევ ისეთ ვებგვერდებს, როგორებიცაა adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc. 2023 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ „ქლაუდ ცხრას” მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ  და...

ოქტომბერი
12, 2023
12:15

ComCom-მა ITU-ს ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე მედიაწიგნიერების პროექტები წარადგინა

ოქტომბერი 12, 2023 12:15

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ბიბილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების შესახებ საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრის ფარგლებში, მან ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით, ComCom-ის მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა. კომუნიკაციების კომისიის მიზანია, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რათა ციფრულ ეპოქაში ადამიანებს,...

ოქტომბერი
10, 2023
14:05

ComCom-ის წევრმა ამერიკელ კოლეგებს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერი...

ოქტომბერი 10, 2023 14:05

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკურ მრჩეველთან, ემილი ბალისთან ერთად, ღონისძიება ,,დაკავშირებადობის უზრუნველყოფის მოდელები (Connectivity Solutions) გახსნა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ეკატერინე იმედაძემ ყურადღება შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების და ინიციატივების შესახებ, რომლებიც ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის და...

ოქტომბერი
10, 2023
10:23

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის მაკა ანთიძის სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 10, 2023 10:23

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა და მონაწილეებს რეპორტინგის, ასევე, ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების გაშუქების შესახებ მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ის მეთოდები, რომლებიც ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერისთვის არის საჭირო. მაკა ანთიძე 25 წლის განმავლობაში საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა. ამასთან...

ოქტომბერი
09, 2023
16:19

ComCom-ის “მედიალაბმა” Nasa Space Apps Challenge-ის მონაწილეები პროტოტიპირებაში გადაამზადა

ოქტომბერი 09, 2023 16:19

Startup Büro-სა და ჯიტას ორგანიზებით გამართულ ჰაკათონზე -  “Nasa Space Apps Challenge”,  ComCom-ის “მედიალაბის” ხელმძღვანელმა რუსუდან ჩაჩანიძემ და სტარტაპპროექტებისა და აქსელერაციის მენეჯერმა, ლუკა კაკაბაძემ, მონაწილეები პროტოტიპირებაში გადაამზადეს. შეხვედრის ფარგლებში, ჰაკათონის მონაწილეები გაეცნენ სტარტაპის პროტოტიპირების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებს, ხოლო მოგვიანებით, გაიარეს ინდივიდუალური კონსულტაციები თავიანთ სტარტაპიდეებთან...

ოქტომბერი
09, 2023
11:09

ComCom-მა “მედიის გასაღების” ფარგლებში, ბავშვებისა და მშობლებისთვის კინოჩვენება გამართა

ოქტომბერი 09, 2023 11:09

კომუნიკაციების კომისიამ, “მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას ისახავს, “მზიურში” კინოჩვენება და დისკუსია გამართა. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მათი მშობლებიც ესწრებოდნენ. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, “ზოლემიას” კინოჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია თემაზე “ფილმები, როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარების ინსტრუმენტი”, რომელსაც რეჟისორი ნანა სამანიშვილი, პროდიუსერი და...

ოქტომბერი
06, 2023
11:57

ComCom-მა ოზურგეთსა და ჩოხატაურში eAuction.ge-ის გამოყენების შესახებ სემინარები ჩაატარა

ოქტომბერი 06, 2023 11:57

კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის - eAuction.ge-ის შესახებ, სემინარები ჩატარდა. სემინარზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან კიკნაძე უძღვებოდა, განხილული იყო პორტალის დანიშნულება, მისი შესაძლებლობები და გამოყენების წესები. შეხვედრებში...

ოქტომბერი
05, 2023
13:21

ComCom-ის წევრმა მარეგულირებელთა 4 ქსელის სამიტზე საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე ისაუბრა

ოქტომბერი 05, 2023 13:21

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა, ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელის გაერთიანებულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (BEREC), ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMERG),  აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმისა...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები