ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო...
კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. გახსნით სესიაში, რომელიც კონკურენციასა და მომხმარებლის უფლებების კუთხით მიღწევებს და გამოწვევებს ეხებოდა, ComCom-ის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების...
ComCom-მა სეუ-ს სტუდენტები “ნამდვილი თუ მოგონილის?!” პროექტის ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები გადაამზადა. სემინარს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნინო მაჭავარიანი უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს კონკურსის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულმა სტუდენტებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი...
ComCom-მა ოზურგეთში, ჩოხატაურსა და სამტრედიაში 1070 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით დასრულდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, რომლის ფარგლებშიც, სულ 80-მდე სემინარი ჩატარდა და 1070 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა. ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ ცნობიერება აიმაღლეს. აღნიშნულ...
სტუდენტებისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” გამოცხადდა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მეოთხედ გამოაცხადა. დაინტერესებულ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობა 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე შეეძლებათ. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი...
ComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომის” გამარჯვებულები დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსის “იდეადრომის” გამარჯვებულები გამოავლინა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა. კონკურსი მიზნად ციფრული მედიის სფეროში ინოვაციური სტარტაპიდეების მქონე ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი პროექტების ხელშეწყობას ისახავს. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, I ადგილზე გავიდა პლატფორმა “Widgera”, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება გამოცდილების გარეშე შექმნან მრავალფუნქციური საიტი და აპლიკაცია. II ადგილი დაიკავა ინოვაციურმა...
ComCom-ის მედიააკადემიაში ტელეოპერატორებისთვის დავით ჩხიკვიშვილის სემინარი ჩატარდა
ComCom-ის მედიააკადემიის ორგანიზებით, ტელეოპერატორებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა, რომელსაც “როიტერის” რეპორტიორი დავით ჩხიკვიშვილი გაუძღვა. სემინარის ფარგლებში, დავითმა მონაწილეებს მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა, რომელიც არაერთი დემონსტრაციისა თუ ომის, ასევე, ქართული და საერთაშორისო მოვლენების უნიკალურ კადრებს მოიცავს. შეხვედრის ფარგლებში, ტელეოპერატორები ამბის ერთი კადრით მოყოლის ტექნიკას, გადაღების დაგეგმვის პროცესს, განათების, ფოკუსის და კომპოზიციის შერჩევის...
ილონ მასკი: Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია!
„Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია“ - ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად ილონ მასკმა გააკეთა. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ილონ მასკის Starlink-ის მაღალსიჩქარიანი...
ComCom-მა მედიაწიგნიერების კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დახურა
კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენცია ჩაატარა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების სტრატეგიული ხედვისა თუ საერთაშორისო წარმატებული მაგალითების გაზიარებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დისკუსიას ისახავდა. კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გახსნა და მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა. მან ასევე დემოკრატიული...
ComCom-ის ორგანიზებით, მედიაწიგნიერების ექსპერტმა რენე ჰობსმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევებისა და განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, სადაც, რენე ჰობსმა, დამსწრე...
ComCom-ის მედიალაბში მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი გამართა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ისახავდა. ჰაკათონში მონაწილეობას 10 გუნდი იღებდა, რომლებმაც, პროფესიონალი ტრენერებისა და მენტორების დახმარებით, ედ-ტექის, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხების შესახებ ბიზნესპროექტები...