„მაღალსიჩქარიან ტელეკომ მომსახურებებში ქართველ აბონენტებს პრემიუმ ფასის გადახდა უწევთ“ - ექსპერტის შეფასება
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, საქართველოში ჩატარებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის ავტორი და Strategy Analytics-ის კონკურენტული ფასების განყოფილების დირექტორი, ჯოზი სეფტონი, ჩატარებული ანალიზის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მობილური და ფიქსირებული მომსახურებები, კვლევაში შემავალი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად ძვირია: „საქართველოში მაღალი მოცულობის ან სიჩქარის კალათები ბევრად უფრო...
ComCom-მა აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას მერის მოადგილე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები აბაშის 12 სამიზნე სოფელში, სადაც სპეციალისტების დახმარებით, ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის...
5G-ის შესახებ ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის წიგნი გამოიცა
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით გამოიცა კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, რევაზ სვანიძის წიგნი „5G მობილური ტექნოლოგია და ელექტრომაგნიტური გამოსხივება“, რომელიც ტელეკომუნიკაციის დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, თანამედროვე მობილურ ტექნოლოგიებს ეხება. წიგნში დეტალურადაა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა ახალი 5G მობილური ტექნოლოგიის დანერგვა, მობილური სადგურებისა და მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ასევე, მათი გავლენა ეკოლოგიასა და...
ComCom-მა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების სახელმძღვანელო ევროკომისიას და მაუწყებლებს გაუზიარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ შემუშავებული სახელძღვანელო ევროკომისიას, მაუწყებლებსა და არასამთვრობო ორგანიზაციებს უკუკავშირის მიზნით გაუზიარა. კომენტარების მიღების შემდგომ, კომისია საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებს. ComCom-მა სახელმძღვანელო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე შეიმუშავა, რომლის მიხედვით, მედიაში სიძულვილის ენა, ტერორიზმისკენ მოწოდება და უხამსობა კომისიის...
კომუნიკაციების კომისია IDFI-ს საჯარო სხდომაზე იწვევს
კომუნიკაციების კომისია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2024 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, IDFI-იმ ComCom-ს მოუწოდა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ელექტრონული კომუნიკაციების ევროპულ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანამდე, არ დაამტკიცოს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისიისთვის გაუგებარია რა ინფორმაციაზე ან...
ComCom ზუგდიდსა და აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ იწყებს
კომუნიკაციების კომისიამ ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან, მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები ზუგდიდის 11 და აბაშის 12 სამიზნე სოფელში, სადაც სპეციალისტების...
ComCom-ის თანაორგანიზებით უსაფრთხო ინტერნეტის კონფერენცია გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის, ISOC-საქართველოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის წლევანდელ თემას „ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის“ წარმოადგენდა. ღონისძიება მიზნად ქვეყანაში ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების წახალისებას და ამ მიმართულებით, უწყებათა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა თუ მოსაზრებების გაზიარებას ემსახურებოდა. შეხვედრა ComCom-ის...
ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები” ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები“ ჩატარდა, რომელსაც პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე და ტელეწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო, თუ რა არის იუმორი და რამდენადაა შესაძლებელი მისი სწავლა ისე, როგორც რომელიმე საგნის ან სპორტის სახეობის. სემინარის ფარგლებში, მონაწილეები ასევე გაეცნენ იუმორის ძირითად ფორმებსა და ფორმულებს, რომელთა გამოყენებითაც...
სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული
2023 წელს ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ...
2023 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 15 მილიონით გაიზარდა
2023 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 95 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 18.8%-ით მეტია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელს 18.6%-ით, კერძოდ კი, 13.7 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.1%-ით არის შემცირებული, ხოლო...