30 ონლაინ ლექცია და 160,000-ზე მეტი ვიზიტორი 6 თვეში - მასტერკლასის მიმართ ინტერესი იზრდება
მედია სკოლის ექსკლუზიურ პროექტს „ისწავლე საუკეთესოსგან“, 160,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და 6 თვის შემდეგაც აქტუალობას არ კარგავს, პირიქით, პროექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. იზრდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, ვინც სახლიდან გაუსვლელად უფასოდ დაეუფლა ჟურნალისტიკის საფუძვლებს და ისწავლა, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი. 4 ავტორის მიერ შეთავაზებული 30 ონლაინ ლექცია, კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ბაზაზე ექსკლუზიურად შეიქმნა. ეს არის ონლაინ მასტერკლასების ციკლი,...
დეპუტატი ინჯია კანონდარღვევის დამალვას რეესტრში დაჩქარებული ცვლილებით შეეცადა
საქართველოს პარლამენტის წევრის - ფრიდონ ინჯიას განცხადება, რომ კომუნიკაციების კომისიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თავად წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, აღნიშნულს კი საჯარო რეესტრის 24 თებერვლის ამონაწერი ადასტურებს. საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას 2021 წლის 24 თებერვლამდე იკავებდა. სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ფრიდონ ინჯიამ არა დეპუტატობიდან კანონით დადგენილ...
კომუნიკაციების კომისია: ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს,...
კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი განცხადებების გამო. ფრიდონ ინჯია კომუნიკაციების კომისიის შესახებ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით არღვევს საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსს, ამასთან მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ფრიდონ ინჯია და მისი ახლო ნათესავები ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი...
კომუნიკაციების კომისიამ კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მორიგი დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა და გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. მედიაწიგნიერების კონკურსი, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, უკვე მეოთხედ ჩატარდა, თუმცა მასში მონაწილეობა ბაკალავრიატის სტუდენტებმა პირველად მიიღეს. სტუდენტებისთვის პირველი კონკურსის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიაში სულ 120-მდე...
ComCom ანალიტიკით 5 თვეში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ 1500-მდე ანგარიში გაიგზავნა
კომუნიკაციების კომისია უკვე 5 თვეა სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ და კომფორტულ სერვისს - ComCom ანალიტიკას სთავაზობს. კომისიის ანალიტიკურ პორტალზე უკვე 3000-ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული, ComCom ანალიტიკით კი 5 თვეში 1500-ამდე ანგარიშია მომხმარებლებთან გაგზავნილი. ანგარიშებში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეგზავნებათ, მაუწყებლობისა და ტელეკომ სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაციაა თავმოყრილი, რომელიც აძლევთ შესაძლებლობას სატელეკომუნიკაციო სფეროს...
მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის...
კომუნიკაციების კომისია, ორგანიზაცია, რომელიც კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებსა და მოვალეობებს მაქსიმალურად ეფექტიანად და საუკეთესოდ ასრულებს - ეს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია - Bureau Veritas Certification-ის შეფასებაა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას ISO სერტიფიკატი მიანიჭა. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღება იმის დადასტურებაა, რომ კომისია უწყვეტ რეჟიმში ცდილობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას, ტექნოლოგიურ განვითარებას და რაც მთავარია,...
არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ ეთერში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსების გამო 5000 ლარით დააჯარიმა და მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება დაავალდებულა. საქმე ეხება მხატვრულ ფილმს „მამაცი გული“, რომელიც შეიცავს ძალადობის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და სიშიშვლის ამსახველ კადრებს. აღნიშნული ფილმი ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვიმ“ სამაუწყებლო ბადეში კანონმდებლობით შეუსაბამო დროს და შესაბამისი...
კახა ბექაური: „ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით...
„დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედია საშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა, არამედ პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვაა. ყველამ იცის ისიც, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა“ - ეს განცხადება...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს“ სანქცია არ დააკისრა. კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს“ და ყველა მაუწყებელს დაიცვან კანონი,...
კახა ბექაური: „უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების...
„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე...
