კომუნიკაციების კომისიამ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს „გამარჯობა რუბით“ სწავლების მეთოდი გააცნო
კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „გამარჯობა რუბი“ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური წიგნების სერიაა, რომლითაც პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ოქტომბრიდან მოსწავლეები საქართველოს სკოლებში ისწავლაინ. ტრენინგზე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ წიგნებით სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების...
ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები...
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები დაეუფლებიან. კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში „მედიის ეკონომიკის“ კურსის ავტორი „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორი, ცნობილი იტალიელი ტრენერი ალესანდრა ფალკონი ჩამოიყვანა, რომელიც 13-14 სექტემბერს 50 ქართველ მასწავლებელსა და ტრენერს...
კომუნიკაციების კომისიამ “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა
5 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. არხი მაუწყებლობას...
კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ კანონდარღვევის გამო დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია პირველი ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა. კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა. 2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების...
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „ფორმულა“ მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა....
თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ძალაში...
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევის გამო, სამართალდამრღვევად სცნო. საქმე ხელახლა განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც თბილისის სააპელაციო სასამრთლომ დაადგინა, რომ კომუნიკაციების კომისიამ „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მიმართ სამართალდარღვევის ოქმი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების საფუძველზე შეადგინა. საქმე ეხება...
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ განაცხადში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად 5 დღის ვადა მისცა
2019 წლის 13 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა შპს „ფორმულას“ განაცხადი მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია კომპანიის მიერ სრულად არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა შპს „ფორმულას“ და ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონით დადგენილი 5 სამუშაო დღე...
ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში - მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის უორკშოპი ჩაატარა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ტელევიზიისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის სოციალურ მედიაში ამბის თხრობის გზებზე ორდღიანი უორკშოპი ჩაატარა. ჟურნალისტებმა გამოცდილ ტრენერთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმუშავეს მულტიმედიური პროდუქტების შექმნაზე და სოციალურ პლატფორმებზე მათი განთავსების ეფექტიან ფორმებზე. ტრენინგი ისეთ კონკრეტულ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა თემების გაშუქების სტრატეგია და აუდიტორიის ანალიზი, ასევე, ამბის გადმოცემის ისეთი გზები,...
კომუნიკაციების კომისიის განცხადება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის-2”-ის გადაცემა “P.S”-თან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ...
კომუნიკაციების კომისიამ დაძმობილების პროექტის დასკვნითი კონფერენცია გამართა
კომუნიკაციების კომისიამ დაძმობილების პროექტის - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ დასკვნითი კონფერენცია გამართა. პროექტის ხელმძღვანელებმა 19 თვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან ეტაპობრივ...