წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივნისი
13, 2019
12:54

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის პრობლემების განსახილველად იწვევს

ივნისი 13, 2019 12:54

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.  როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს  ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ...

ივნისი
12, 2019
14:08

კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია გერმანიის მთავარ მარეგულირებელ კომისიას (BLM) მასპინძლობენ

ივნისი 12, 2019 14:08

მედიააკადემიის კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობის მიზნით, კომუნიკაციების  კომისიას 4 დღიანი ვიზიტით   გერმანიის მარეგულირებელი კომისიის, BLM- ის პრეზიდენტი ზიგფრიდ შნაიდერი და კომისიის წარმომადგენლები სტუმრობენ. მოგეხსენებათ, რომ  კომუნიკაციების  კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას სწორედ გერმანიის მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი გამოცდილების  გაზიარებით ახორციელებს. მედიააკადემია უკვე ერთი წელია  BLM-ის მსგავსად,  აქტიურად...

ივნისი
11, 2019
16:27

კომუნიკაციების კომისია: მოვუწოდებთ “მაგთიკომს”არ დატოვონ მომსახურეობის გარეშე “მაგთი ფიქსის” აბონენტები

ივნისი 11, 2019 16:27

კომუნიკაციების  კომისია შპს „მაგთიკომისთვის“ 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მოგეხსენებათ, რომ  ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია აბონენტებს მაგთი ფიქსის სერვისით ვეღარ  მოემსახურება. აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის  მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა მაგთიკომმა კომისიის მიერ...

ივნისი
05, 2019
16:23

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

ივნისი 05, 2019 16:23

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის 31 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგი 21 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონდე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინა საარჩევნო რეკლამას, წინა საარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და...

ივნისი
05, 2019
16:19

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

ივნისი 05, 2019 16:19

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის 31 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 21 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა.  მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს: ა) წინა საარჩევნო...

ივნისი
04, 2019
11:55

ევროპის საბჭოსა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა „მედიაწიგნიერება საქართველოში“...

ივნისი 04, 2019 11:55

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროპის საბჭომ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა - „მედიაწიგნიერება საქართველოში“  ჩაატარა. ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების თემაზე ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით ასეთი გაფართოებული შეხვედრა პირველად შედგა. სპეციალურად ამ დღისთვის ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულ იქნა...

მაისი
30, 2019
11:58

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

მაისი 30, 2019 11:58

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  2018 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, 2019 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.  2018 წელი სატელეკომუნიკაციო დარგისთვის  საინტერესო გამოწვევებით და წარმატებებით იყო დატვირთული.  გასულ წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,237 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წელს კი - ეს თანხა 1,220 მლნ ლარი იყო. ყოველწლიურად...

მაისი
25, 2019
10:47

მაუწყებლების შემოსავლების შემცირების შესახებ გამოცემა „ფორბსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

მაისი 25, 2019 10:47

სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა. გამოცემამ „ფორბსი“ და სააგენტომ bm.ge ტელევიზიების შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნეს სტატია სათაურით -„სატელევიზიო შემოსავლები შემცირდა“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული სამაუწყებლო შემოსავლების შესახებ 2018 წლის მონაცემები, მედიასაშუალებას არასწორად და ფაქტობრივი შეცდომებით აქვს გამოყენებული. კომისიამ მიმართა მედიასაშუალებების  ხელმძღვანელს და შეცდომების...

მაისი
22, 2019
12:23

საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს, აბონენტების რაოდენობა 2019 წლის 1 კვარტალში გაიზარდა

მაისი 22, 2019 12:23

საქართველოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს. 2019 წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და ჯამში 74%-ი შეადგინა. გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ზრდამ 3% შეადგინა, რაც იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის 12%-იანმა ზრდამ განაპირობა. შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა,...

მაისი
21, 2019
10:44

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა - 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე...

მაისი 21, 2019 10:44

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები