წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
მაისი
22, 2019
12:23

საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს, აბონენტების რაოდენობა 2019 წლის 1 კვარტალში გაიზარდა

მაისი 22, 2019 12:23

საქართველოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს. 2019 წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და ჯამში 74%-ი შეადგინა. გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ზრდამ 3% შეადგინა, რაც იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის 12%-იანმა ზრდამ განაპირობა. შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა,...

მაისი
21, 2019
10:44

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა - 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე...

მაისი 21, 2019 10:44

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება...

მაისი
20, 2019
15:13

მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით, კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დრო კი 25%-ით არის გაზრდილი

მაისი 20, 2019 15:13

მაუწყებლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. ასევე, გაზრდილია კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დროც, კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სარეკლამო დრო 25%-ით არის გაზრდილი. სარეკლამო შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ყველა ეროვნულ მაუწყებელში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც 52%-იანი კლება აქვს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ კლება...

მაისი
16, 2019
9:35

კომუნიკაციების კომისია მე-10 და მე-11 კლასელებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

მაისი 16, 2019 9:35

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“. კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა)...

მაისი
15, 2019
12:11

კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს გამოწვევებზე, 19 ქვეყნის მონაწილეობით კონფერენცია...

მაისი 15, 2019 12:11

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaPeReg) და ევროკავშირის ქვეყნების (BEREC) ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების მონაწილეობით, თბილისში ორდღიანი კონფერენცია გამართა. ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, 19 ქვეყნის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეების შეკრება პირველად საქართველოში მოხდა. ორდღიან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კონფერენციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების...

აპრილი
03, 2019
11:25

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო სატელევიზიო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების...

აპრილი 03, 2019 11:25

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო სატელევიზიო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი ჩაატარა. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული...

აპრილი
02, 2019
9:41

სექტემბრიდან ბავშვები პროგრამირების საფუძვლებს წიგნით „გამარჯობა რუბი“ ისწავლიან

აპრილი 02, 2019 9:41

25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ფინელმა პროგრამისტმა და „გამარჯობა რუბი“ - წიგნების სერიის ავტორმა ლინდა ლიუკასმა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „გამარჯობა...

მარტი
20, 2019
9:26

თუ გიჭედავს, შეამოწმე - Sheamotsme.ge - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლი დაიწყო

მარტი 20, 2019 9:26

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. ვისაც უჭირს ფილმების ყურება და გადმოწერა, ონლაინ თამაში და უკმაყოფილოა ინტერნეტის ხარისხით, ეს ვებ-გვერდი სოწრედ მათთვისაა- www.sheamotsme.ge. აღნიშნული ვებ-პლატფორმით უკვე დღეიდან ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის...

თებერვალი
20, 2019
13:42

დაძმობილების პროექტის ფარგლებში, კომისიაში ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების შესახებ სემინარები ჩატარდა

თებერვალი 20, 2019 13:42

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტვინინგის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, ორდღიანი სემინარი ჩატარდა. ფართოზოლოვანი განვითარების შესახებ სემინარი დაძმობილების პროექტის ნაწილია, რომლის მიზანი კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწა და ინსტიტუციური გაძლიერებაა. სემინარზე ევროკავშირის ექსპერტებმა უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები წარმოადგინეს და ფართოზოლოვანი მომსახურების ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიწოდების...

თებერვალი
14, 2019
18:40

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერა

თებერვალი 14, 2019 18:40

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები