წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
თებერვალი
05, 2019
13:36

კომუნიკაციების კომისიამ მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ...

თებერვალი 05, 2019 13:36

უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 და 5 თებერვალს მოზარდებისთვის ტრენინგი „ჩვენი ინტერნეტი ჩვენი არჩევანია - ინფორმირებული დასტურის მნიშვნელობა ციფრულ სამყაროში“ ჩაატარა. ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი, რომელიც 2 ეტაპისგან შედგება 2 საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებს და ასევე, რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ. ტრენინგი, რომელიც პროცესში ბავშვების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს, მოიცავს ინტერნეტის...

იანვარი
31, 2019
18:54

კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზრის კვლევა დაიწყო

იანვარი 31, 2019 18:54

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით  მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 3 თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის.   ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან...

იანვარი
23, 2019
13:42

კომუნიკაციების კომისია 2019 წელს მოზარდებისთვის მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს

იანვარი 23, 2019 13:42

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა, ეს ინფორმაცია...

იანვარი
21, 2019
14:23

კომუნიკაციების კომისია: „სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე, აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი...

იანვარი 21, 2019 14:23

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.  კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს,...

დეკემბერი
26, 2018
9:59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია მონიტორინგის მესამე ანგარიში გამოაქვეყნა

დეკემბერი 26, 2018 9:59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე, მათ შორის მეორე ტურის პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 39 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ...

დეკემბერი
26, 2018
9:44

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგები (29.10.2018 –...

დეკემბერი 26, 2018 9:44

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 39 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა.  მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს: ა) წინა საარჩევნო რეკლამა; ბ) წინა...

დეკემბერი
24, 2018
13:14

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი „სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის“ (SEWG) თავმჯდომარედ აირჩიეს

დეკემბერი 24, 2018 13:14

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EaPeReg) „სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს (SEWG)“ უხელმძღვანელებს. კომისიის რადიოსიხშირული დეპარტამენტის თანამშრომელი, რომან ქურდაძე „SEWG“-ის თავმჯდომარედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 და ევროპის 6 ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, რიგაში ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე ერთხმად აირჩიეს. ჯგუფის...

დეკემბერი
14, 2018
10:51

მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - „ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში“

დეკემბერი 14, 2018 10:51

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ 12 ჟურნალისტისთვის ჩაატარა ერთკვირიანი ტრენინგი - „ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში“. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა გამოცდილ ტრენერებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმუშავეს მულტიმედიური პროდუქტების შექმნაზე და სოციალურ პლატფორმებზე მათი განთავსების ეფექტიან ფორმებზე. პრაქტიკული სამუშაოები მოიცავდა ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორებიცაა თემების გაშუქების სტრატეგია და აუდიტორიის ანალიზი, ასევე, ამბის...

დეკემბერი
12, 2018
11:27

კომისიამ უსაფრთხო და ხარისხიანი რადიოაპარატურის გამოყენებისთვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შეიმუშავა

დეკემბერი 12, 2018 11:27

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რომელიც მომხმარებლისთვის ხარისხიანი რადიოაპარატურის გამოყენებას უზრუნველყოფს, დირექტივა შეიმუშავა. რადიოაპარატურის შესახებ ევროკავშირის 2014/53/EU დირექტივის შესაძლო განხორციელების შესახებ სემინარი კომისიაში გაიმართა. ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალედბულებების თანახმად, კომისიამ ლიეტუველ ექსპერტებთან ერთად, ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რადიოაპარატურის ბაზარზე...

დეკემბერი
07, 2018
14:36

მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 7-8-ჯერ შეუმცირდებათ

დეკემბერი 07, 2018 14:36

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი რეგულაციები მიიღო, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურებას 7-8-ჯერ შეუმცირებს. კომისიის მირ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ხარისხის ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები