წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივნისი
14, 2019
19:48

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით 17 ივნისიდან მაგთი ფიქსის აბონენტებს მომსახურება აღარ შეეზღუდებათ

ივნისი 14, 2019 19:48

კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა. შესაბამისად, 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ. მაგთი ფიქსის 100 ათასზე მეტი  აბონენტი კვლავ შეძლებს უწყვეტ სატელეფონო კომუნიკაციას. მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ შპს „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობები შესთავაზა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით,...

ივნისი
14, 2019
11:13

„საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში“ - მედიააკადემიამ რადიო ჟურნალისტებისთვის უორკშოპი ჩაატარა

ივნისი 14, 2019 11:13

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ რადიოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ორდღიანი უორკშოპი - „საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში“ ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობა რადიო მაუწყებლების 11-მა ჟურნალისტმა მიიღო. უორკშოპის პირველი ნაწილი რადიორეპორტინგს, ახალ ამბებსა და რადიო გადაცემების მომზადებას დაეთმო, მეორე ნაწილი კი, რადიოს კონცეფციას, სტრატეგიასა და მარკეტინგს მიეძღვნა. როგორია თანამედროვე რადიო, შეიცვალა თუ არა ამბის თხრობის ტექნიკა, როგორ კეთდება გადაცემები და...

ივნისი
13, 2019
12:54

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის პრობლემების განსახილველად იწვევს

ივნისი 13, 2019 12:54

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.  როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს  ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ...

ივნისი
12, 2019
14:08

კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია გერმანიის მთავარ მარეგულირებელ კომისიას (BLM) მასპინძლობენ

ივნისი 12, 2019 14:08

მედიააკადემიის კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობის მიზნით, კომუნიკაციების  კომისიას 4 დღიანი ვიზიტით   გერმანიის მარეგულირებელი კომისიის, BLM- ის პრეზიდენტი ზიგფრიდ შნაიდერი და კომისიის წარმომადგენლები სტუმრობენ. მოგეხსენებათ, რომ  კომუნიკაციების  კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას სწორედ გერმანიის მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი გამოცდილების  გაზიარებით ახორციელებს. მედიააკადემია უკვე ერთი წელია  BLM-ის მსგავსად,  აქტიურად...

ივნისი
11, 2019
16:27

კომუნიკაციების კომისია: მოვუწოდებთ “მაგთიკომს”არ დატოვონ მომსახურეობის გარეშე “მაგთი ფიქსის” აბონენტები

ივნისი 11, 2019 16:27

კომუნიკაციების  კომისია შპს „მაგთიკომისთვის“ 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მოგეხსენებათ, რომ  ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია აბონენტებს მაგთი ფიქსის სერვისით ვეღარ  მოემსახურება. აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის  მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა მაგთიკომმა კომისიის მიერ...

ივნისი
05, 2019
16:23

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

ივნისი 05, 2019 16:23

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის 31 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგი 21 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონდე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინა საარჩევნო რეკლამას, წინა საარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და...

ივნისი
05, 2019
16:19

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

ივნისი 05, 2019 16:19

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის 31 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 21 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა.  მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს: ა) წინა საარჩევნო...

ივნისი
04, 2019
11:55

ევროპის საბჭოსა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა „მედიაწიგნიერება საქართველოში“...

ივნისი 04, 2019 11:55

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროპის საბჭომ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა - „მედიაწიგნიერება საქართველოში“  ჩაატარა. ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების თემაზე ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით ასეთი გაფართოებული შეხვედრა პირველად შედგა. სპეციალურად ამ დღისთვის ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულ იქნა...

მაისი
30, 2019
11:58

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

მაისი 30, 2019 11:58

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  2018 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, 2019 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.  2018 წელი სატელეკომუნიკაციო დარგისთვის  საინტერესო გამოწვევებით და წარმატებებით იყო დატვირთული.  გასულ წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,237 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წელს კი - ეს თანხა 1,220 მლნ ლარი იყო. ყოველწლიურად...

მაისი
25, 2019
10:47

მაუწყებლების შემოსავლების შემცირების შესახებ გამოცემა „ფორბსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

მაისი 25, 2019 10:47

სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა. გამოცემამ „ფორბსი“ და სააგენტომ bm.ge ტელევიზიების შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნეს სტატია სათაურით -„სატელევიზიო შემოსავლები შემცირდა“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული სამაუწყებლო შემოსავლების შესახებ 2018 წლის მონაცემები, მედიასაშუალებას არასწორად და ფაქტობრივი შეცდომებით აქვს გამოყენებული. კომისიამ მიმართა მედიასაშუალებების  ხელმძღვანელს და შეცდომების...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები