„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ - მედიააკადემიის ტრენინგი მედიისთვის
„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სწავლება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტები დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქების ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ. სწავლება თეორიული ნაწილის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა, როგორიც დემონსტრაციების გაშუქებისას საფრთხეების და გარემოს ანალიზია. ამას გარდა, გამოცდილმა ექსპერტებმა ჟურნალისტებთან ერთად განიხილეს თუ რა...
ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში - მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის უორკშოპი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის სოციალურ მედიაში ამბის თხრობის მეთოდებზე უორკშოპი ჩაატარა. ჟურნალისტებმა ორი დღის განმავლობაში ციფრული მედიის საკითხებში ტრენერთან, გიორგი გოგუასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და სოციალურ პლატფორმებზე მათი განთავსების ეფექტიან ფორმებზე იმუშავეს. ტრენინგი ისეთ კონკრეტულ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა თემების გაშუქების სტრატეგია და აუდიტორიის ანალიზი, ასევე, ამბის გადმოცემის...
კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებს „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდი გააცნო
კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა პედაგოგებს პროექტის სილაბუსი გააცნო. საგაკვეთილო სქემა კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორ ალესანდრა ფალკონთან ერთადაა შემუშავებული და სპეციალურად ქართულ სკოლებზეა მორგებულია....
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში...
კომუნიკაციების კომისიამ 17 ოქტომბერს შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია 5%-ზე მეტი წილის გასხვისების განზრახვის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას მიმართოს და მისგან მიიღოს თანხმობა. „კავკასუს ონლაინმა“ წილების გასხვისება კომისიის წინასწარი ინფორმირების გარეშე განახორციელა, რითაც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია....
მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ხარისხის რეკომენდირებული მაჩვენებლების განსაზღვრა
კომუნიკაციების კომისიას მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც მობილური მომსახურების მიწოდების ხარისხის რეკომენდირებული მაჩვენებლების განსაზღვრას ეხება. საკონსულტაციო დოკუმენტში შემოთავაზებულია მეთოდოლოგია და მაჩვენებლები. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ევროპული რეგულატორების ორგანოს (BEREC) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის (BEREC Preliminary report in view of a common position on monitoring mobile coverage, BoR (17) 186, 6...
მედიააკადემიის უორკშოპი - „როგორ გავაშუქოთ ბიზნესისა და ეკონომიკის ამბები?!“
„როგორ გავაშუქოთ ბიზნესისა და ეკონომიკის ამბები?!“ - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის სამდღიანი უორკშოპი ჩაატარა. როგორ გავაშუქოთ ეკონომიკური მოვლენები და მოვახდინოთ შესაძლებლობის ანალიზი, ასევე, რა როლი აქვს ბიზნესსა და ეკონომიკას ჩვენს ყოველდღიურობაში - აღნიშნულ თემებზე მედიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან და ეკონომიკის ექსპერტ რევაზ საყევარიშვილთან ერთად იმუშავეს. კობა გვენეტაძე ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ...
5G განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა
კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 8 ივლისს გამოაქვეყნა საქართველოში 5G-ს განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო დოკუმენტი. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია 5G-სთვის სიხშირეების გამოყოფის და თანმდევი საკითხების დარეგულირების გეგმა. კომისიის მიზანია, ამ გეგმის გაცნობა საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის. საკონსულტაციო დოკუმენტთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო კითხვები და კომენტარები, როგორც უშუალოდ სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან, ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირებისგან.აღნიშნული...
კომუნიკაციების კომისიამ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს „გამარჯობა რუბით“ სწავლების მეთოდი გააცნო
კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „გამარჯობა რუბი“ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური წიგნების სერიაა, რომლითაც პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ოქტომბრიდან მოსწავლეები საქართველოს სკოლებში ისწავლაინ. ტრენინგზე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ წიგნებით სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების...
ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები...
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები დაეუფლებიან. კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში „მედიის ეკონომიკის“ კურსის ავტორი „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორი, ცნობილი იტალიელი ტრენერი ალესანდრა ფალკონი ჩამოიყვანა, რომელიც 13-14 სექტემბერს 50 ქართველ მასწავლებელსა და ტრენერს...
კომუნიკაციების კომისიამ “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა
5 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. არხი მაუწყებლობას...