„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიის მორიგი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა. „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ და გავაშუქოთ ამბავი, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი ჟურნალისტებს ორი დღის განმავლობაში სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. ტრენინგი თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა. როგორ ვაქციოთ ამბავი...
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გამართა და გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსს, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, სამი გამარჯვებული ჰყავს. კონკურსში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 60-მა მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულები, რომლებმაც ღონისძიებაზე საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს,...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრა. საქათველოს კანონმდებლობის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, მაუწყებელი 2500 ლარით დაჯარიმდა. საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში არაწინასაარჩევნო პერიოდში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში...
კავკასუს ონლაინს 90 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, შესაძლოა კომპანიას ავტორიზაცია შეუჩერდეს
„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება კვლავ არ შეუსრულებიათ, რის გამოც, შპს „კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 63 930 ლარით დაჯარიმდნენ. საქმე ეხება კომპანიების წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას. კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში,...
კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, დღეს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს...
“ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში” - მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ 11 ჟურნალისტისთვის სოციალურ მედიაში ამბის თხრობის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. მედიის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და მათი სოციალურ პლატფორმებზე განთავსების ეფექტიან ფორმებზე იმუშავეს. გამომდინარე იქიდან, რომ მედია გარემო სწრაფად ვითარდება, სოციალური მედია ყოველდღიურად იცვლება და ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებმა ცვლილებებს ფეხი აუწყონ და გამოწვევებს...
კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივი“ რუსულ ენაზე განთავსებული გადაცემების გამო დაასანქცირა
კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს: „ყველას გასაგონად“ და „Неделя“, რომლებიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დაასანქცირა და პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან დაუყოვნებლივ ამოღება...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული...
Mediacritic.ge - გზამკვლევი საზოგადოებასა და მედიას შორის
Mediacritic.ge ახალი ვებ-პლატფორმაა, რომელიც დღეიდან პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას. მედიაკრიტიკის ონლაინ-პლატფორმის მიზანია ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. მედიაკრიტიკის პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა. Mediacritic.ge იქნება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის, იმავდროულად ონლაინ პლატფორმა...
მედიააკადემიაში პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის ბრიტანელი ექსპერტის მასტერკლასი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ფრენკ უილიამსი ჩამოიყვანა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი ჩაატარა. ტრენინგზე მედიის წარმომადგენლებს ექსპერტმა გაუზიარა გამოცდილება და მედიის გამოწვევებზე ისაუბრა. ფრენკ უილიამსი მრავალი წლის განმავლობაში, მუშაობდა BBC World Service-სა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაში. უილიამსი ამჟამად პრაღაში, მედია უნარების ...