წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
დეკემბერი
12, 2019
16:47

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

დეკემბერი 12, 2019 16:47

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. კომისიამ კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მისცა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. კომპანიები ვალდებული იყვნენ 3 დეკემბრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ...

დეკემბერი
11, 2019
16:54

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით კახა ბექაური აირჩია

დეკემბერი 11, 2019 16:54

საქართველოს პარლამენტმა  კომუნიკაციების კომისიის წევრად ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების  გადაწყვეტილებით კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული. კახა ბექაურს კომისიის წევრობის უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 24 იანვარს ეწურება. ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. კახა ბექაურის კომისიის  წევრად დანიშვნის შესაბამისი...

დეკემბერი
06, 2019
10:12

მედიააკადემიის საჯარო ლექცია - საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში

დეკემბერი 06, 2019 10:12

როგორ გავაშუქოთ საერთაშორისო კონფლიქტები, რა უნდა ვიცოდეთ დიპლომატიასა და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ - ამ თემაზე პრაღიდან დაბრუნებულმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიააკადემიაში საჯარო ლექცია გამართა. როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რა როლი აქვს დიპლომატიურ სამყაროს  კონფლიქტების მოგვარებაში, რა სირთულეები უძღვის ხოლმე პრაღაში „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებებს, რა შედეგები...

ნოემბერი
27, 2019
11:26

კომუნიკაციების კომისია მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

ნოემბერი 27, 2019 11:26

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს. კონკურსის პარალელურად, ათამდე სკოლაში მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის...

ნოემბერი
26, 2019
11:04

ეროვნულ როუმინგზე და მობილურ ვირტუალურ ქსელის ოპერატორზე წვდომის პირობების რეკომენდაციები

ნოემბერი 26, 2019 11:04

კომუნიკაციები კომისია „ეროვნულ როუმინგზე და მობილურ ვირტუალურ ქსელის ოპერატორზე წვდომის პირობების რეკომენდაციები“-ს შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს. კომუნიკაციების კომისია ითვალისწინებს ეროვნულ როუმინგზე (NR) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების შესახებ მზარდ მოთხოვნილებას და შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც საკონსულტაციო მომსახურების, ეროვნულ როუმინგზე და მობილურ ვირტუალურ ქსელის ოპერატორების წვდომის პირობების რეკომენდაციების შემუშავების პროექტის...

ნოემბერი
26, 2019
10:13

მედიაწიგნიერების ონლაინ აპლიკაცია „Happy Onlife“ უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

ნოემბერი 26, 2019 10:13

მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ევროკავშირის 8 ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში „Happy Onlife“ უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife”-ის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა. დღეიდან ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ აპლიკაციის საშუალებით, გაეცნონ ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს. აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა...

ნოემბერი
18, 2019
14:51

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის მესამე კვარტალში

ნოემბერი 18, 2019 14:51

2019 წლის მესამე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 12,783,323 ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. 2019 წლის მესამე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა: ტელეიმედი - 5,125,096.93 ლარი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 3,681,875.00 ლარი საზოგადოებრივი მაუწყებელი - 324,175.86 ლარი ტელეკომპანია პირველი - 831,778.00 ლარი სილქნეტი -...

ნოემბერი
14, 2019
10:45

„ფოტოჟურნალისტიკა“ - მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

ნოემბერი 14, 2019 10:45

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ რეპორტიორებისთვის ფოტოჟურნალისტიკის სამდღიანი სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტები ფოტოგრაფიისა და ფოტორეპორტაჟის ძირითად საკითხებს გაეცნენ. როგორ გადავიღოთ ფოტო ახალი ამბების გაშუქებისას, როგორ მოვამზადოთ ფოტორეპორტაჟი და განვასხვავოთ ნამდვილი ფოტო ყალბისგან (fake) - სწორედ ამ თემებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჟურნალისტებმა ფოტორეპორტიორ დავით მძინარაშვილისგან. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ინფორმაციის მიღების საშუალებად სულ უფრო და უფრო...

ნოემბერი
05, 2019
18:57

ფრიდომ ჰაუსი: საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო ათეულშია

ნოემბერი 05, 2019 18:57

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად მე-10 ადგილს იკავებს. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის  თავისუფლება სრულად იყო დაცული. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა). ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიც...

ოქტომბერი
31, 2019
10:51

კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრი სერგო შავგულიძე ITU-R SG5 თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ოქტომბერი 31, 2019 10:51

კომუნიკაციების კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო შავგულიძე მეორე ოთხწლიანი ვადით ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (ITU-R SG5) თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. არჩევნები ეგვიპტეში, ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ორგანიზებული რადიოკომუნიკაციის მსოფლიო ასამბლეის (RA-2019) ფარგლებში გაიმართა. ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას სერგო შავგულიძე...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები