რატი სხირტლაძე საქმიანობას ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირში (ITU) გააგრძელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ბაზრის კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი რატი სხირტლაძე საქმიანობას ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელის რანგში გააგრძელებს.
კომისიასა და RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრს შორის თანმშრომლობის მემორანდუმი, ხვალ 12 სექტემბერს 13:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფორმდება. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ამავე სასტუმროსში მიმდინარე საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ორდღიანი ფორუმის ფარგლებში გაიმართება.
კომისია შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარს იხილავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო.
შპს „ჯეოსელმა“ 50 765 სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებრთვა აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნა და 555 ინდექსტზე 50 765 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა გასცა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშთან დაკავშირებით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში კომისიის 2017 წლის 15 ივნისის და 13 ივლისის №398/18 და №464/12 გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არასწორადაა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაყრდნობით გაკეთებულია არასწორი შეფასებები.
კომისიასა და ხორვატიის მარეგულირებელ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ხორვატიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის მარეგულირებელ ორგანოს (HAKOM) შორის მომდევნო ერთი წლის ვადით თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა და ხორვატიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის მარეგულირებელ ორგანოს დირექტორმა დრაჟენ ლუჩიშიმ მოაწერეს ხელი.
კომისიამ ოთხ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „G-NET“-ს, შპს „ანრი 109“-ს, ი/მ კობა გიორგაძეს და ი/მ „ბექა ხაჭაპურიძეს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდათ.
ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიმაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამარათულ საკონკურსო სხდომაზე ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. კონკურსში ორი კომპანია შპს „რადიოცენტრი პლუსი“ (ბრენდული სახელწოდება „რადიო პალიტრა“) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ (ბრენდული სახელწოდება „რადიო ჰერეთი“) მონაწილეობდა.
კომისიამ ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში კერძო საერთო და კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა.
კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა.