წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
სექტემბერი
06, 2018
17:34

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება დასრულდა

სექტემბერი 06, 2018 17:34

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება დღეს, 6 სექტემბერს 17:00 დასრულდა. კომისიაში განაცხადი მხოლოდ შპს „ჯეოსელმა“ შეიტანა. აუქციონის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული შესაბამისი სალიცენზიო პირობებით ლიცენზიას 15 წლის ვადით მიიღებს. აუქციონი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2018 წლის 20 სექტემბერს გაიმართება. აუქციონით...

აგვისტო
29, 2018
10:17

კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დაიწყო

აგვისტო 29, 2018 10:17

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო  არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დღეს, 2018 წლის 29 აგვისტოს  დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში კომისია 24 საათიან რეჟიმში,  40-ზე მეტ ტელეარხს და 40-მდე რადიო მაუწყებელთან ერთად (მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია), ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც  გაუწევს მონიტორინგს. 2018 წლის...

აგვისტო
24, 2018
15:20

კომისიამ „სამოქალაქო აქტივების ცენტრის“ საჩივრის საფუძველზე „მიკრონეტი“ გააფრთხილა

აგვისტო 24, 2018 15:20

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „სამოქალაქო აქტივების ცენტრის“ საჩივარი, რომელიც ინტერნეტ-მომსახურების ხარისხს ეხებოდა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შპს „მიკრონეტს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა. კომისიის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში, კომპანიას „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტისა და...

აგვისტო
23, 2018
18:16

კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

აგვისტო 23, 2018 18:16

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2018 წლის 15 და 16 აგვისტოს ეთერში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით  განთავსების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელიც შემდგომი  რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნება.  კომისია განმარტავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ვალდებული იყო დაეცვა პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის...

აგვისტო
10, 2018
10:49

კომისიამ მედიააკადემიის ხელმძღვანელად დავით კაკაბაძე დანიშნა

აგვისტო 10, 2018 10:49

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის აღმასრულებელ დირექტორად დავით კაკაბაძე დაინიშნა. მედიააკადემიის დაფუძნება ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს მიზნად. დავით კაკაბაძე 13 წლის განმავლობაში „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ხელმძღვანელობდა მიუნხენსა და პრაღაში.   კაკაბაძე „რადიო თავისუფლებაში“ 1993 წლიდან 2018 წლის...

აგვისტო
09, 2018
20:00

კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ 3132 ლარით დააჯარიმა

აგვისტო 09, 2018 20:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 3132 ლარით დააჯარიმა. „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ საკუთარ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევო პერიოდში ანთავსებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იდენტური დარღვევისთვის „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტის“ მიმართ კომისიას...

აგვისტო
07, 2018
13:05

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მეორე კვარტალში 2%-მდეა გაზრდილი

აგვისტო 07, 2018 13:05

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 2%-მდეა გაზრდილი. წინა წელთან შედარებით ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალები 309,048 ლარით გაიზარდა, რაც 1.7%-ს შეადგენს. კომისიამ მაუწყებლების  შემოსავლების 2018 წლის II კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს.   დეტალური...

ივლისი
25, 2018
16:13

ITU კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მეგა მონაცემების დამუშავების პროექტის განხორციელებაში ფინანსურად და...

ივლისი 25, 2018 16:13

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად, ITU-ს პროექტებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი კოსმას ზავაზავა და ICT მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი რატი სხირტლაძე მიიღო. შეხვედრაზე კომისიისა და ITU-ს მიერ განხორციელებული პროექტები და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. კახი ბექაურმა სტუმრებს მედიაწიგნიერების ფარგლებში...

ივნისი
27, 2018
9:37

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ივნისი 27, 2018 9:37

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა და ბანკის წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. კერძოდ, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ არხებზე საბითუმო დაშვების საკითხი, ინტერნეტის ხარისხის კონტროლი და ინტერნეტის გაცვლის ნეიტრალური წერტილების არსებობის მნიშვნელობა. ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტების...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები