კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტი ჟურნალისტებისთვის ცნობილი მედიამენეჯერის მასტერ კლასით დაიწყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო. კომისიამ მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ამერიკელი მედია ექსპერტი, Long Island University-ის პროფესორი მიჩ სემელი მოიწვია, რომელმაც დღეს ქართველი ჟურნალისტებისთვის მასტერ კლასი ჩაატარა. მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ გავლენიან მედია საშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორიც არის CNN-ი, CBS და Public Broadcasting Service. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების...
რადიომაუწყებლობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა
საქართველოში რადიო მაუწყებლობის განვითარების შესაძლებლობების კვლევა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველო“ 270 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კომისიის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ შპს „ვიონი საქართველო“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს აქტიურად არღვევდა. კერძოდ, ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) სააბონენტო ნომერს მომხმარებელთან...
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,GUDA TV„-ს და „ნტვ+“-ს ავტორიზაცია შეუჩერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „GUDA TV“-სთვის და „ნტვ+“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა. მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას - შპს „GUDA TV“, „ნტვ+“ და შპს „Voxbone“-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა. შპს „GUDA TV“-მ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებასთან...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჭიროდ მიიჩნევს განმარტება გააკეთოს ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც კომისიაში შპს „ნტვ-პლუსი“-სთვის ავტორიზაციის გავლას ეხება. 2005 წლის 2 ივნისის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ინდივიდუალური ლიცენზირების რეჟიმი ავტორიზების სისტემით შეიცვალა და ,,ავტორიზაციის დეკლარაციის...
საქართველო – შემდგომი თაობის ქსელებთან დაშვების (NGA) შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტი
კომისიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების ჩარჩო კანონმდებლობისა და სამოქმედო შესაძლებლობების განვითარების კუთხით ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის შესაბამისად“. შეხვედრაზე პროექტის პირველ კვარტალში მიღწეული შედეგები და გამოწვევები შეფასდა. ღონისძიება კომისიის წევრმა ვახტანგ...
კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა. საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, კომისიამ მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გადაცემაში „P.S.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“ მიერ მომზადებული კადრები გამოიყენა. გადაცემა ეხებოდა ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს, რომელმაც იაპონიაში იმპერატორის თასის...
კომუნიკაციისა და მაუწყებლობის სფეროში კონკურენციის აღსრულების თემაზე სემინარი გაიმართა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომუნიკაციისა და მაუწყებლობის სფეროში კონკურენციის აღსრულების თემაზე სემინარი გაიმართა. საქართველოს ევროკავშირის პროექტის - „საქარველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში, ლიტვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე შარუნას კესერაუსკასი ეწვია. სემინარი კომისიის წევრმა, გიორგი ფრუიძემ და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ფერაძემ გახსნეს. კოლეგებთან ერთად შეხვედრას პროექტის გუნდის ხელმძღვანელი აურელიო ლა ტორე...
პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების (Product Placement) სახელმძღვანელო რეკომენდაციები
რეკომენდაციების მიღების მიზანს წარმოადგენს პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონისმიერი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) უფლებამოსილებების თაობაზე მაუწყებელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა ინფორმირება[1]; 1. ამ რეკომენდაციების...
