შეტყობინება შპს „NEW NET“-ს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს „NEW NET“-ს ვერ ჩაბარდა შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ. შესაბამისად, შპს „NEW NET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შეტყობინება საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე. საქართველოს ზოგადი ...
რადიოსიხშირული დიაპაზონების განაწილებასა და ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიოსიხშირული დიაპაზონების განაწილებასა და ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის (ასევე CEPT-ის და ITU-ს) ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების და შესაბამისი რადიოსიხშირული დიაპაზონების გამოყენების კუთხით შეცვლილი მიდგომის საქართველოში დანერგვის მიზანშეწონილობის შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. დაინტერესებული პირების შენიშვნებისა და კომენტარების მიღება იწარმოებს ერთი თვის ვადაში ელექტრონულ მისამართზე: post@gncc.ge
საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებები რეგიონის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან...
„მედია პალიტრის“ ჰოლდინგში შემავალ სხვადასხვა გამოცემაში, გაზეთ „ბანკები და ფინანსებზე“ დაყრდნობით, პერიოდულად ქვეყნდება პუბლიკაციები საქართველოში მობილური ხმოვანი და ფართოზოლოვანი მომსახურებების ტარიფების სიძვირესთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ასევე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ყოველწლიური ანგარიშის შესაბამისად, საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 28 ივნისის №46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად ...
შპს ,,გეოტელემედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
შპს ,,გეოტელემედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე I. საქმის აღწერა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (№შ-10/3159-16; 05.04.2016) და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/4489-16; 17.05.2016) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გეოტელემედიასთვის“ ...
კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ოთხი იურიდიული პირი წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები შპს „NEO-NET“, შპს ,,ბადაგი“, შპს „ა+ბ“ და შპს „საქართველოს ტელეკომი“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის და სადამფუძნებლო დოკუმენატციაში კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებული ცვლილებების გამო წერილობით გააფრთხილა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული ...
შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო სანქცია დაეკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენმა“ 2015 წლის 17 აპრილს საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე გაიარა ავტორიზაცია. ამავე წლის ივნისის თვიდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა (საერთაშორიოსო ტრაფიკის ტერმინაცია საქართველოში). შპს „ჯოდო ...
შესაბამისობის დეკლარაციაში ცვლილებები შევიდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები შესაბამისობის დეკლარაციის ფორმებში ასახა. ცვლილების თანახმად, რომელიც 2016 წლის პირველი ივლისიდან შევიდა ძალაში, საქართველოში მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირება/ავტორიზება ეკრძალება უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პარტიას ან მის თანამდებობის პირს. ასევე, უცხო ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების ...
