სამი ახალი მაუწყებელი დარეგისტრირდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია სამმა კომპანიამ გაიარა.შპს „ჯი–დი–ეს თი–ვი“-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად გაიარა ავტორიზაცია, მაუწყებლობის სახე სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა იქნება. გეოგრაფიული არეალი საქართველო და მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი. შპს „მეცხრე არხი ინფო“-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №24 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
პროექტი ქ. თბილისი 2012 წლის 10 აგვისტო, 16:00 საათი 1. კერძო ...
ვებ–გვერდის მომხმარებლებს
წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ–გვერდზე ბანერს „მობილური ტარიფის მრჩეველი“ დროებით ჩაანაცვლებს ბანერი „არჩევნები 2012“, სადაც განთავსებული იქნება საჭირო ინფორმაცია, წინასაარჩევნო პერიოდში კომისიის რეგულირების ქვეშ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. ბანერი „მობილური ტარიფის მრჩეველი“ დროებით გადაინაცვლებს „სასარგებლო ინფორმაციის“ Tab-ში.
კომისიის განცხადება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმაურება 2012 წლის 9 აგვისტოს გაზეთ რეზონანში გამოქვეყნებულ სტატიას: „მარეგულირებელი კომისია და „სილქნეტი“ „მაესტროს“ წინააღმდეგ“. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი პირდაპირ არ განსაზღვრავს მაუწყებლის სიგნალის საკაბელო ოპერატორის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის ...
ფიზიკური მახასიათებლების შესამოწმებელ ხელსაწყოებზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ფიზიკური მახასიათებლების შესამოწმებელ ხელსაწყოებზე
მაუწყებელთა საყურადღებოდ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა 2012 წლის 10 აგვისტოს კომისიაში მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილი მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაციის ფორმები და გამოვლინდა, რომ მაუწყებელთა მიერ ფორმების შევსებისას დაშვებულია ტიპური ხასიათის შემდეგი სახის შეცდომები, რომლებიც უნდა გასწორდეს არაუგვიანეს 2012 წლის 12 აგვისტოსი: 1. ფორმებში პერიოდად უნდა აიღოთ არა 1 ოქტომბრამდე 50 დღიანი პერიოდი, არამედ 1 კვირიანი პერიოდი, ორშაბათიდან ...
შპს„პრედატორმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „პრედატორმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 93030-93039, სულ-ათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ ...
შპს „მობილაივმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მობილაივმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 93900-93949, სულ-ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ ...
