შპს„ჯეოლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 93100-93129, სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ ...
კომისიაში „რიონის“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდა
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ კერძო მაუწყებლობის B73 ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდა. ამიერიდან ტელეკომპანიას შესაძლებლობა აქვს, თავისი სამაუწყებლო ბადე თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურის მეშვეობით გაავრცელოს.
შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ” (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ 14.01.2010, ს.კ. № 412670097) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/421-12, 25.07.12) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დეციმეტრულ ...
შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სისტემა გამამ“ (№7/281-12, 25.04.2012) კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ შპს „სისტემა გამა“ რადიოსადგურის ხმის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ითხოვს მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრებში ცვლილებას და სიმძლავრის 500 ვტ-მდე გაზრდას. შპს ”სისტემა გამა” ფლობს ...
