შპს „კვესი ჯგუფმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „კვესი ჯგუფმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-0-7, ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 900 000 2XX (ასი სააბონენტო ნომერი), ინტელექტუალური ქსელებით მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა.
„კავკასუს ონლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიამ ნუმერაციის რესურსი – 800 100 110-800 100 159, სულ ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის უნდა გასცეს. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
„მობიტელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მობიტელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიამ ნუმერაციის რესურსი – 1-6-7-7-7, ავტორიზებული საქმიანობისთვის, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად უნდა გასცეს. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
