საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №32 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №32 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2023 წლის 01 ივნისი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №32 ...
2022 წელს მობილურ ინტერნეტს 4.1 მილიონი აბონენტი მოიხმარდა
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 350 000 აბონენტით მეტია. 2022 წელს ყველაზე მეტი - 1.48 მილიონი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი “სილქნეტს” ჰყავდა, “მაგთიკომს” - 1.45, ხოლო “ბილაინს” - 1.17 მილიონი მომხმარებელი. მობილური ინტერნეტის მომხმარებლის რაოდენობა საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით, ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და გასული წლის ...
ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა. განახლება თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და ამოწურვადი სიხშირული რესურსების ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად. კერძოდ, ეროვნული გეგმა ახალი ტექნოლოგიებისთვის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის, ...
ComCom-მა სტუდენტებთან სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრები დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ...
სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2022 წლის ბიუჯეტების მუხლების...
სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2022 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ I. აღწერილობითი ნაწილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე მოსმენილი იქნა ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2022 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ. კომისიამ 2022 ...
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“...
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ...
შპს „ბი ემ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე
შპს „ბი ემ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე I. საქმის აღწერა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N23-10-868, 15/05/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ...
შპს „კონექტის“ (ს/ნ:205275833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
შპს „კონექტის“ (ს/ნ:205275833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“)2023 წლის 4 აპრილს მიმართა შპს „კონექტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1120 04.04.2023), კომპანიის პარტნიორის, შპს „დატანეტის“ (ს/ნ:419982219) წილის სრულად კომპანიის დამფუძნებლის ფიზიკური პირი ალექსანდრე ოტიაშვილის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კერძოდ, ტრანზაქცია ...
2022 წლის მონაცემებით ფიქსირებულ ინტერნეტს 1.08 მილიონი აბონენტი იყენებდა
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების განვითარება კვლავ მკვეთრად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აბონენტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 70.6 ათასით გაიზარდა და 1.08 მილიონი შეადგინა, საიდანაც მომხმარებლების 95.2% ფიზიკური პირია. ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა - 497 ათასი - “მაგთიკომს” ჰყავს, 308 ათასი - “სილქნეტს”, ხოლო “ახალი ჯგუფის ქსელებს”, ისევე როგორც ...
2022 წელს ComCom-მა ტელეკომ სექტორის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო
2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევა დაიწყო. კვლევა მიზნად მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნას ისახავს. სწორედ ამიტომ, კვლევის ფარგლებში, შეფასდება სექტორის განვითარების შესაძლებლობები, მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა, ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია და დადგინდება, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა ...
