ComCom-ის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების (GITI) რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ეკატერინე იმედაძე სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, როგორც მომავლის ეკონომიკის წარმატების წინაპირობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან ComCom-ის როლიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც დარგის დამოუკიდებელი...
ComCom-ის მედიააკადემიაში პროდიუსერ ირაკლი კაკაბაძის მასტერკლასი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის “მასტერკლასს” ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორიც პროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი კაკაბაძეა. მასტერკლასი განკუთვნილია პროდიუსინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. “მასტერკლასის” ფარგლებში, ირაკლი კაკაბაძე მსმენელს ისეთი წარმატებული სერიალებისა და გასართობი შოუების შექმნის გამოცდილებას გაუზიარებს, როგორებიცაა “შუა ქალაქში”,...
ComCom-მა „სეზონი ტვ” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიაში შემოსული განცხადების საფუძველზე, ComCom-მა „სეზონი ტვ”-ის მონიტორინგი განახორციელა, რომლის შედეგად, მაუწყებლის ეთერში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების” შესახებ კანონმდებლობის დარღვევა გამოიკვეთა. კერძოდ, 2023 წლის ოქტომბერში, „სეზონი ტვ”-ის ეთერში დაფიქსირდა „ტელეიმედის” მიერ დამზადებული მასალის საავტორო და...
ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს ფორუმზე მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის საბჭოს რეგიონული მედია ფორუმის - “ნარატივის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება ომის დროს” ფარგლებში, მედიის რეგულირების შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, ივანე მახარაძემ საქართველოს მედიაგარემოზე, "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივასთან დაახლოების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე, ძირითად ტენდენციებსა და ასევე, ამ მიმართულებით არსებულ...
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსისთვის ბათუმში 70-ზე მეტი სტუდენტი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრაზე მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს და BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ. ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი...
ComCom-მა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის, “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები კრიტიკულ აზროვნებაში გადაამზადა. შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა, რომელმაც სემინარის მონაწილეები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული სტუდენტები კონკურსის პირობებსა და წინა...
ComCom-ის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა...
კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად 31 ხმით აირჩიეს. კომიტეტები დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული ექსპერტებისგან - ევროპის საბჭოს 46 ქვეყნიდან კი, კომიტეტში მხოლოდ 7 ქვეყნის...
რენე ჰობსი: „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით“
მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექპერტმა და ამერიკელმა პროფესორმა რენე ჰობსმა მედიაწიგნიერების კუთხით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. მედიაწიგნიერების საჭიროების შესახებ ექსპერტმა „42°პარალელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, ყურადღება ამ მიმართულებით ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ - „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით, როგორც იმის ნაწილმა რასაც „ფეიკ...
ComCom-მა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის წარმომადგენლებთან ერთად ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას...
კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული...
ComCom-მა BTU-სა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა. შეხვედრებს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თამარ კარბაია და მარიამ ბიბილაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს კონკურსის პირობები გააცნეს. სემინარის ფარგლებში, სტუდენტებმა...