კახა ბექაური: უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, სიძულვილის ენაზე და დავნერგოთ დასავლური ღირებულებები,...
„საქართველოში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზია გვაქვს, ძალიან პლურალისტურია მედიაგარემო, ეს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარია. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში, სამწუხაროდ, გაჯერებულია მედიასივრცე ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტების, ყალბი ახალი ამბების, სიძულვილის ენით, მუქარით, შეურაცხყოფებით, უხამსობით. ამ მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამონაკლისია, ეს დადასტურდა საარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებითაც. საზოგადოებრივი...
ComCom დაიჯესტი - კომუნიკაციების კომისია 2020 წლის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის შემაჯამებელ ComCom დაიჯესტს აქვეყნებს, სადაც გასული წლის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, პროექტები, დანერგილი ინოვაციური სერვისები და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განვითარებული მოვლენებია შეჯამებული. 2020 წელმა პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ეფექტური და გამართული მუშაობის მნიშვნელობა, რაშიც სფეროს რეგულატორს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2020 წლის წარმატებული მუშაობის შედეგები ქვეყნის გარეთ,...
კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდი მიუკერძოებლად და ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაცვით...
კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მედიამონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მეორე ტურის 1-21 ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში ჩატარებული ანგარიშების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურს სტანდარტების დაცვით საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და აჭარის ტელევიზია აშუქებდა, „იმედი“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ კი...
ინფორმირებული მოქალაქე, ინფორმირებული არჩევანი: Mediacritic.ge-ს პლატფორმით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე...
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ინიციატივით შარშან შეიქმნა პლატფორმა Mediacritic.ge, რომელმაც საზოგადოებასა და მედიას შორის გზამკვლევის ფუნქციის შესრულება იტვირთა. მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯი ბოლო ერთი წელია, ემსახურება საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების დონის ამაღლებას, მოქალაქეების სწორად ინფორმირებასა და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ამის გამოძახილია პლატფორმის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელმაც ამ მოკლე...
წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „მთავარმა არხმა“ მიიღო
წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი - 4,270,075 ლარი „მთავარმა არხმა“ მიიღო. აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა. „მთავარ არხზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5,583 ლარი შეადგინა. ამავე არხზე ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების...
წინასაარჩევნოდ მაუწყებლებმა დაახლოებით 62.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ მაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში თითქმის 30,000 წუთი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს რომ თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად მიეღოთ, მათი შემოსავალი ჯამში დაახლოებით 62.5 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი...
2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი...
კომუნიკაციების კომისია: სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის...
არასამთავრობო სექტორის ნაწილი მაუწყებლების მიერ ეთერში უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას გამოხატვის თავისუფლებად აფასებს, უფრო მეტიც, მათი განცხადებით გინებისა და უხამსობის რეგულირების შემთხვევაში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ამასთან ისინი საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ცალსახად აღვნიშნავთ, რომ 7 დეკემბრის განცხადების გავრცელებით...
კომუნიკაციების კომისია: მოვუწოდებთ მაუწყებლებს არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, რათა არ...
კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამები და დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები. კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივმა მედიამონიტორინგმა, რომელიც 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე განხორციელდა, აჩვენა, რომ პლურალისტულ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებული...
კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდს სტანდარტების დაცვით საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და...
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. მონიტორინგი 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდა. თვისებრივი მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“,...