წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ნოემბერი
25, 2021
19:45

„ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ

ნოემბერი 25, 2021 19:45

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო, ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა, „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი გაფრთხილება მისცა. „ტელეიმედმა“ და „სტუდია მაესტრომ“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები არ განათავსეს, ხოლო „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური...

ნოემბერი
25, 2021
18:22

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „მთავარი არხი“ 112 000 ლარით...

ნოემბერი 25, 2021 18:22

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განთავსების გამო 112 000 ლარით დააჯარიმა. 17 და 18 ნოემბერს მაუწყებელმა ეთერში განათავსა სამი ვიდეორგოლი, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა. ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც  ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და...

ნოემბერი
25, 2021
10:56

მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის გრძელდება

ნოემბერი 25, 2021 10:56

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტების კარიერულ განვითარებას განაგრძობს. კონკურსის სამი გამარჯვებულის გარდა, 15 საუკეთესო მონაწილეს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს. სტუდენტები სპეციალური სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას გაივლიან და სერტიფიცირებული ტრენერები გახდებიან. კომუნიკაციების კომისია მათ მისცემს შესაძლებლობას მედიაწიგნიერების პროექტებში...

ნოემბერი
19, 2021
11:20

წინასაარჩევნოდ ტელემაუწყებლებმა 22.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

ნოემბერი 19, 2021 11:20

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2021 წლის საქართველოს მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ ტელე და რადიომაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 39 000 წუთზე მეტი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად რომ მიეღოთ, მათი შემოსავალი დაახლოებით 23.2 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. აქედან ტელემაუწყებლებში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 35 000 წუთზე მეტი...

ნოემბერი
18, 2021
17:45

„ტვ პირველმა“, „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ პოლიტიკური რეკლამა კანონდარღვევით გაავრცელეს

ნოემბერი 18, 2021 17:45

კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველს“, „მთავარ არხს“ და „ფორმულას“ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მაუწყებლებმა 27-29 ოქტომბერს ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსეს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერები მონაწილეობდნენ. აღნიშნული...

ნოემბერი
17, 2021
10:47

„აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ - მედიასკოლამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა

ნოემბერი 17, 2021 10:47

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. „აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ - ამ თემაზე ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძესთან ერთად იმუშავეს. გორგილაძე წლების მანძილზე ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, იყო ასევე ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი. ის სხვადასხვა დროს...

ნოემბერი
16, 2021
11:47

მედიააკადემია აგრძელებს მედიის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და ახალ პროექტებს იწყებს

ნოემბერი 16, 2021 11:47

ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მედიააკადემია აგრძელებს მუშაობას და როგორც დამწყები, ისე მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის ახალ სასწავლო პროგრამებს,  სემინარებსა და მასტერკლასებს გეგმავს. მედიააკადემიის სრული დატვირთვით ამუშავება, რაც პანდემიის პროცესში დროებით შეჩერებული იყო, უახლოეს მომავალში  აქტიურ ფაზაში შევა. მედიააკადემიის, მედიასკოლა, რომელიც გერმანული, კერძოდ ბავარიის...

ნოემბერი
15, 2021
10:31

კომუნიკაციების კომისიის წევრი და ევროკავშირის ელჩი ერთობლივი პროექტის ფარგლებში პანკისში პედაგოგებს შეხვდნენ

ნოემბერი 15, 2021 10:31

კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პანკისის ხეობაში პედაგოგებს შეხვდნენ და მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ.  კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა პედაგოგების შეკითხვებს უპასუხეს  და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. დისკუსიის შემდეგ, პანკისის ხეობაში, ყვარელწყაროს, ომალოს, ბირკიანის, დუმასტურის, ჯოყოლოს, დუისისა და საკობიანოს საჯარო სკოლის...

ნოემბერი
09, 2021
11:47

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, რადიოების - კი 4%-ით შემცირდა

ნოემბერი 09, 2021 11:47

2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს. წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 20 მილიონ ლარს შეადგენს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები. ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი „ტელეიმედმა“ 5.9 მილიონი ლარის ოდენობით მიიღო, „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალმა 2.8 მილიონი ლარი შეადგინა, „რუსთავი 2“-მა 2.4...

ნოემბერი
08, 2021
17:03

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ITU Digital World 2021-ზე ტელეკომ სფეროს გამოწვევებზე...

ნოემბერი 08, 2021 17:03

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დარგის რეგულირების პრაქტიკული ამოცანები, ასევე ICT ინდუსტრიისა და ციფრული ეკონომიკის სტიმულირების ინიციატივები და მარეგულირებელი ორგანოების ჩართულობა...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები