წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
დეკემბერი
04, 2020
12:55

კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა მაუწყებელმა...

დეკემბერი 04, 2020 12:55

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა. მაუწყებლები ვალდებულნი არიან მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედმა“, „სტუდია...

დეკემბერი
03, 2020
18:45

კომუნიკაციების კომისიამ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის „რუსთავი 2“...

დეკემბერი 03, 2020 18:45

კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეების საჩივარი დააკმაყოფილა და ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „ჯი-დი-ეს თი-ვი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო 2500-2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლების მიერ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებას. კერძოდ, მაუწყებლებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების...

დეკემბერი
03, 2020
17:13

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58,061.76 ლარით დააჯარიმა

დეკემბერი 03, 2020 17:13

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო 58,061.76 ლარით დააჯარიმა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე...

დეკემბერი
03, 2020
10:59

კომუნიკაციების კომისიამ ნოემბრის Comcom დაიჯესტი გამოაქვეყნა

დეკემბერი 03, 2020 10:59

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას ნოემბრის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის შემაჯამებელი აქტივობებია შესული. რა დარღვევები გამოვლინდა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას და რომელ მაუწყებლებს შეუდგინა კომუნიკაციების კომისიამ სამართადარღვევის ოქმი, ასევე, როგორი ტენდენციით ხასიათდება და როგორი იყო სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში -  სატელეკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს...

დეკემბერი
02, 2020
17:54

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგები და გამოწვევები...

დეკემბერი 02, 2020 17:54

რა გამოწვევებია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რა შესაძლებლობები აქვთ პოტენციურ MVNO-ებს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილებით,  რა გეგმები აქვს კომუნიკაციების კომისიას ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით და როგორია საქართველოს ზედა დონის დომენური სახელის .ge ზონის გამოწვევები - აღნიშნულ თემებზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტმმართველობის ვირტუალურ ფორუმზე სხვადასხვა თემატური სესიების...

დეკემბერი
02, 2020
13:17

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

დეკემბერი 02, 2020 13:17

5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით. 5G მომსახურებისთვის სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის 5G...

დეკემბერი
01, 2020
18:18

Cullen International-ის ექსპერტი: „როდესაც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა...

დეკემბერი 01, 2020 18:18

„მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი  სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების დაშვება“, - ეს განცხადება Cullen International-ის მთავარმა ანალიტიკოსმა და კონკურენციის ექსპერტმა ვერონიკა ბოკაროვამ   საქართველოს ქსელის ოპერატორთა ჯგუფის GeoNog2020 ფორუმზე გააკეთა. Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ...

ნოემბერი
12, 2020
17:58

კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 26 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება

ნოემბერი 12, 2020 17:58

მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ორი კვირით გრძელდება, - ბაკალავრიატის სტუდენტებს ნაშრომების წარმოდგენის ვადა 26 ნოემბრის ჩათვლით აქვთ. კონკურსის გახანგრძლივების გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტების მხრიდან მაღალი ჩართულობისა და ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. შეგახსენებთ, რომ კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა, 12 ოქტომბერს გამოცხადდა და მასში...

ნოემბერი
12, 2020
10:41

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში 24%-ით გაიზარდა

ნოემბერი 12, 2020 10:41

2020 წლის III კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 15.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ სარეკლამო შემოსავლების ძირითადი 87% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 6-6% სპონსორობა და პროდუქტის განთავსებაზე მოდის.  III კვარტალში ყველაზე მეტი 6.1 მლნ ლარის შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის ამავე პერიოდთან...

ნოემბერი
11, 2020
11:24

ComCom დაიჯესტი - კომუნიკაციების კომისიის III კვარტლის შეჯამება

ნოემბერი 11, 2020 11:24

კომუნიკაციების კომისიამ III კვარტალი შეაჯამა და სატელეკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი წარუდგინა. დაიჯესტი მოიცავს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ბაზრის განვითარების ტენდენციებს, რომლებიც როგორც განცხადებების, ისე გრაფიკული ვიდეოების ფორმატითაა წარმოდგენილი. რა უპირატესობები აქვს საქართველოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონის ციფრულ ჰაბად, რა...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები