კომუნიკაციების კომისიამ კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მორიგი დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა და გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. მედიაწიგნიერების კონკურსი, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, უკვე მეოთხედ ჩატარდა, თუმცა მასში მონაწილეობა ბაკალავრიატის სტუდენტებმა პირველად მიიღეს. სტუდენტებისთვის პირველი კონკურსის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიაში სულ 120-მდე...
ComCom ანალიტიკით 5 თვეში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ 1500-მდე ანგარიში გაიგზავნა
კომუნიკაციების კომისია უკვე 5 თვეა სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ და კომფორტულ სერვისს - ComCom ანალიტიკას სთავაზობს. კომისიის ანალიტიკურ პორტალზე უკვე 3000-ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული, ComCom ანალიტიკით კი 5 თვეში 1500-ამდე ანგარიშია მომხმარებლებთან გაგზავნილი. ანგარიშებში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეგზავნებათ, მაუწყებლობისა და ტელეკომ სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაციაა თავმოყრილი, რომელიც აძლევთ შესაძლებლობას სატელეკომუნიკაციო სფეროს...
მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის...
კომუნიკაციების კომისია, ორგანიზაცია, რომელიც კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებსა და მოვალეობებს მაქსიმალურად ეფექტიანად და საუკეთესოდ ასრულებს - ეს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია - Bureau Veritas Certification-ის შეფასებაა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას ISO სერტიფიკატი მიანიჭა. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღება იმის დადასტურებაა, რომ კომისია უწყვეტ რეჟიმში ცდილობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას, ტექნოლოგიურ განვითარებას და რაც მთავარია,...
არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ ეთერში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსების გამო 5000 ლარით დააჯარიმა და მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება დაავალდებულა. საქმე ეხება მხატვრულ ფილმს „მამაცი გული“, რომელიც შეიცავს ძალადობის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და სიშიშვლის ამსახველ კადრებს. აღნიშნული ფილმი ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვიმ“ სამაუწყებლო ბადეში კანონმდებლობით შეუსაბამო დროს და შესაბამისი...
კახა ბექაური: „ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით...
„დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედია საშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა, არამედ პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვაა. ყველამ იცის ისიც, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა“ - ეს განცხადება...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს“ სანქცია არ დააკისრა. კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს“ და ყველა მაუწყებელს დაიცვან კანონი,...
კახა ბექაური: „უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების...
„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე...
შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი - გადაწყვეტილებას კომუნიკაციების...
კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსობის შემცველი გადაცემები...
ბავშვებისთვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 2500...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. ამას გარდა, „ფორმულას“ დაევალა დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და უზრუნველყოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში...
კომუნიკაციების კომისიამ უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარი არხი“ გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა. „მთავარმა არხმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია. აღსანიშნავია, რომ...