წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
აპრილი
26, 2021
11:43

ანდრის დომბროვსკისი: „კომუნიკაციების კომისიის მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის სისტემასთან“

აპრილი 26, 2021 11:43

„საქართველოს მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან. საქართველო ჩვენთვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების მაგალითია, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა და ძალიან მაღალი ხარისხის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია კონსტიტუციით, სადაც გარანტირებულია გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება“ - ასეთი შეფასება კომუნიკაციების კომისიასთან დაკავშირებით EU4Digital პროგრამის ტელეკომის წესების...

აპრილი
22, 2021
14:34

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს კომუნიკაციების კომისია მსმენელებს ჰკითხავს

აპრილი 22, 2021 14:34

კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ჩაატარებს. კვლევის ჩატარების მიზანია, რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა, რადიო მსმენელების მოთხოვნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად მოხდეს.  საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მიზნით კომუნიკაციების კომისიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კვლევის საფუძველზე კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ორი წლის ვადით განსაზღვრავს და ლიცენზიებზე კონკურსს სწორედ ამის შემდეგ...

აპრილი
20, 2021
15:15

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო

აპრილი 20, 2021 15:15

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მომხმარებელთა უფლებების დაცვის  გაუმჯობესების მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურეობა ჰქონდეს. ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება თავად გადაწყვიტოს ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურით და პირობებით, რაზეც კომპანია უარს ვერ განაცხადებს, გარდა...

აპრილი
15, 2021
17:10

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

აპრილი 15, 2021 17:10

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან. სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა“  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია...

აპრილი
15, 2021
16:25

კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ტელეკომპანია „ალტ ინფო“ დააჯარიმა

აპრილი 15, 2021 16:25

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“. გადაცემაში მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ...

აპრილი
06, 2021
13:44

გაეროს რეზოლუციის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად მედიაწიგნიერების კვირეულს ჩაატარებს

აპრილი 06, 2021 13:44

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ რეზოლუცია მიიღო.  კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეზოლუციაში, რომლის თანაავტორიც საქართველოა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მედიაწიგნიერებაა დასახელებული. რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მოქალაქეებს  აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების უნარ-ჩვევები და  გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ამაზე...

აპრილი
05, 2021
13:10

კომუნიკაციების კომისიამ მარტის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

აპრილი 05, 2021 13:10

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას გასული თვის  ComCom დაიჯესტი წარუდგინა. მარტის ComCom დაიჯესტი სატელეკომუნიკაციო სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებს და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოიცავს. ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი საკითხი კომუნიკაციების კომისიის ახალ შემადგენლობას ეხება. მარტში საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის ორი ახალი წევრი, ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე ექვსი წლის ვადით...

აპრილი
02, 2021
18:52

კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „TMI” -ს საერთაშორისო აუდიტი...

აპრილი 02, 2021 18:52

კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსს“, რომელიც „კანტარ მედია“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება. კომისიამ საერთაშორისო აუდიტის ჩასატარებლად ტენდერი დღეს გამოაცხადა.  სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიებში საერთაშორისო აუდიტის ჩატარების საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ დღეს საქართველოში ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია არსებობს, რომელთა...

აპრილი
01, 2021
16:02

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ გაუქმების უფლება არ მისცა

აპრილი 01, 2021 16:02

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების F10 ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიფიქსის“ სერვისის მიღებას კვლავ შეძლებს  10 ათასამდე აბონენტი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბონენტები. „მაგთიფიქსის“ მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და...

მარტი
26, 2021
19:11

„კავკასუს ონლაინის“ უკანონო მფლობელი ნასიბ ჰასანოვი უკვე დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოს კანონი განზრახ...

მარტი 26, 2021 19:11

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებულია „კავკასუს ონლაინის“  უკანონო მფლობელის ნასიბ ჰასანოვის წარმომადგენლის, თემურ თაგიევის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით, სადაც ის უკვე ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის უარის მიუხედავად, ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ განზრახ დაარღვია, რადგან მისი აზრით კანონიერად  შავი ზღვის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს  სხვანაირად ვერ შეიძენდა. აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია  ნასიბ ჰასანოვის...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები