წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივნისი
01, 2021
12:27

2020 წლის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებს

ივნისი 01, 2021 12:27

საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია კვლავ მაღალია და 148%-ს შეადგენს. მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა. აღნიშნული მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებს. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%,...

ივნისი
01, 2021
10:50

კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში

ივნისი 01, 2021 10:50

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, 2021 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი. კომისიის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ COVID 19 პანდემიით გამოწვეული რეალობიდან გამომდინარე, 2020 წელს სატელეკომუნიკაციო სფერომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. პანდემიის პირობებში, როდესაც თითქმის ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ამ გამოწვევას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა წარმატებით...

მაისი
20, 2021
17:09

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში...

მაისი 20, 2021 17:09

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ სცნო და კომპანიას  უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა. 22 მარტს კომუნიკაციების კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, „კავკასუს ონლაინმა“ ასევე უკანონოდ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე 51% წილი კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს მიჰყიდა.  კომპანია „Weco...

მაისი
18, 2021
10:45

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა

მაისი 18, 2021 10:45

2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო  შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. ჯამური  სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე „პოსტვს“, „ჯი-დი-ეს  თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი...

მაისი
14, 2021
15:25

ოზურგეთში 29 ათასამდე ადამიანს მაღალი ხარისხის ინტერნეტზე ექნება წვდომა

მაისი 14, 2021 15:25

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გაიხსნა.  პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებას კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ...

მაისი
10, 2021
11:47

კომუნიკაციების კომისიამ აპრილის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

მაისი 10, 2021 11:47

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ პირებს აპრილის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის  მოვლენებია შესული. ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტია. მომხმარებელთა უფლებების დაცვის  გაუმჯობესების მიზნით მიღებული რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო...

მაისი
05, 2021
10:36

კომუნიკაციების კომისია და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივ პროექტებს...

მაისი 05, 2021 10:36

ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ამ თემებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.  თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების...

მაისი
04, 2021
12:51

კომუნიკაციების კომისია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი!?“

მაისი 04, 2021 12:51

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს კონკურსს  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.  კონკურსში მონაწილეობის მიღება 4 მაისიდან 30 ივნისის  ჩათვლით  მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა  მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, კომისია შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი...

აპრილი
29, 2021
16:08

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა

აპრილი 29, 2021 16:08

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივრის ავტორები მაუწყებლის სამართალდამრღვევად ცნობას და დაჯარიმებას ითხოვდნენ.  საქმე ეხება გადაცემა „დროებაში“ 2021 წლის 7 მარტს 22 საათსა და 07 წუთზე გასულ სიუჟეტს „13 მარტიდან ჩცდ ბრუნდება“, სადაც მსახიობი შოთა ნოზაძე მაყურებელს თავისი პერსონაჟის დამახასიათებელი ლექსიკის გამოყენებით მიმართავს  და სერიალის...

აპრილი
29, 2021
10:32

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა

აპრილი 29, 2021 10:32

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილე, საუკეთესო სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა. სტუდენტებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს, როგორებიცაა სოციალური მედიის ალგორითმული დისკრიმინაცია,  სოციალურ მედიაში ადამიანთა უფლებების დარღვევა და მონაცემთა დაცულობა. სტუდენტებმა ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ყალბ ამბებს და დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება, რას...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები