წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
თებერვალი
09, 2022
10:55

ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება კიდევ 200-მდე მოზარდმა „Happy Onlife”-ის აპლიკაციით ისწავლა

თებერვალი 09, 2022 10:55

ინტერნეტის უსაფრთხო დღესთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებს ტრენინგები ჩაუტარა. ტრენერმა მოსწავლეებს  ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია “Happy Onlife” გააცნო. III და IV კლასის 200-მდე მოსწავლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება  ისწავლა. აპლიკაციის დახმარებით მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ყველა წესი, რომელიც მათ ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციისთვის სჭირდებათ და...

თებერვალი
08, 2022
14:45

კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის მსოფლიო დღეს სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება

თებერვალი 08, 2022 14:45

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარტნიორებთან ერთად გახსნა.  ივანე მახარაძემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების გამოწვევებზე, ასევე ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომისიის წევრმა საზოგადოებას  მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის  პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მედიაწიგნიერების...

იანვარი
13, 2022
15:37

კომუნიკაციების კომისიამ რადიო „ფორტუნას“ ლიცენზიის ვადა ხუთი წლით უფასოდ გაუგრძელა

იანვარი 13, 2022 15:37

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით უსასყიდლოდ გაუგრძელდა. „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2022 წლის 30 იანვარს ეწურებოდა, თუმცა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდა. შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს...

დეკემბერი
29, 2021
20:30

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ივანე მახარაძე აირჩია

დეკემბერი 29, 2021 20:30

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის მეხუთე წევრად ივანე მახარაძე 81 ხმით აირჩია. ივანე მახარაძე კომუნიკაციების კომისიის წევრის პოზიციას 6 წლის ვადით დაიკავებს. ივანე მახარაძე 14 წელია კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელია, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. მას კომუნიკაციების კომისიაში გავლილი აქვს ყველა ეტაპი, მუშაობა დაიწყო მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტად, გაიარა წამყვანი და მთავარი სპეციალისტის პოზიციები და 2013 წლიდან...

დეკემბერი
24, 2021
11:03

კომუნიკაციების კომისიამ აპლიკაცია „Happy Onlife“ 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო

დეკემბერი 24, 2021 11:03

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია “Happy Onlife” 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო. III კლასის მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ონლაინ აპლიკაციით ისწავლეს. მედიაწიგნიერების ტრენერმა ბავშვებს დეტალურად გააცნო ინტერნეტში არსებული საფრთხეები. მოსწავლეებმა თამაშით ისწავლეს ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის წესები, თუ როგორ დაიცვან და აარიდონ თავი კიბერბულინგის. “Happy Onlife” ეს არის ონლაინ...

დეკემბერი
20, 2021
11:20

კომუნიკაციების კომისიამ IX კლასის მოსწავლეები „მედიის ეკონომიკაში” გადაამზადა

დეკემბერი 20, 2021 11:20

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითრების მიზნით, 55-ე სკოლის IX კლასის მოსწავლეები „მედიის ეკონომიკაში“ გადაამზადა. ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში. ტრენინგის ფარგლებში მედიაწიგნიერების ტრენერმა მოზარდების ყურადღება ასევე პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ...

დეკემბერი
16, 2021
16:38

10 რადიოს ლიცენზიის ვადა ხუთი წლით უფასოდ გაუგრძელდა

დეკემბერი 16, 2021 16:38

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ათ რადიომაუწყებელს, მათ შორის „რადიოკომპანია მწვანე ტალღას“, „რადიო პალიტრას“, „ტელერადიოკომპანია რიონს“, „არტ რადიოს“,  „რადიო იმედს“  „ასოციაცია ათინათს“, „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“, „მედია  ჰოლდინგ  აფხაზეთის  ხმას“,  „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ და „ტელე-რადიო კომპანია...

დეკემბერი
14, 2021
16:54

მედიააკადემია „მასტერკლასის“ მეორე ციკლს დავით ჩხიკვიშვილის ონლაინ ლექციებით იწყებს

დეკემბერი 14, 2021 16:54

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია მასტერკლასს აგრძელებს და ონლაინ ლექციების მეორე ციკლს დავით ჩხიკვიშვილის ვიდეოგაკვეთილებით იწყებს. ყველას, ვინც ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული და სურვილი აქვს იცოდეს, როგორ იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი, მედიასკოლა აძლევს შესაძლებლობას უფასოდ, ონლაინ რეჟიმში პროფესიონალი ოპერატორის სალექციო კურსით მიიღოს ცოდნა. დავით ჩხიკვიშვილის სალექციო კურსი 6 მასტერკლასს მოიცავს, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა ომისა და დემონსტრაციების...

დეკემბერი
13, 2021
11:02

კომუნიკაციების კომისიამ ევროპულ სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს მედიაწიგნიერების ტრენინგები ჩაუტარა

დეკემბერი 13, 2021 11:02

კომუნიკაციების კომისია განაგრძობს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლებში. კომისიის  მედიაწიგნიერების ტრენერმა ევროპულ სკოლაში სამ სამიზნე ჯგუფს - III და IV კლასის მოსწავლეებს, VII და VIII კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა  და ყალბი  ახალი ამბების აღმოჩენის გზებზე ტრენინგები ჩაუტარა. ტრენინგს III და IV კლასის 30-მდე მოსწავლე ესწრებოდა, რომლებმაც ინტერნეტში არსებული საფრთხეების შესახებ დეტალური ინფორმაცია...

დეკემბერი
09, 2021
15:45

კომუნიკაციების კომისიამ მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა

დეკემბერი 09, 2021 15:45

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი წესის შესაბამისად, ტელეკომ სფეროს რეგულირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარიმართება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ინდუსტრიის, ისე - მომხმარებლების ინტერესებზე. დამტკიცებული პროცედურის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია საჯარო...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები