წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივნისი
09, 2021
11:53

„ისწავლე საუკეთესოსგან“ - მედიასკოლის ონლაინმასტერკლასს 190 ათასამდე მაყურებელი ჰყავს

ივნისი 09, 2021 11:53

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ 2020 წელს კოვიდპანდემიის გამოწვევას წარმატებით უპასუხა. მედიასკოლამ 2020 წელს ქართულ მედიასივრცეში პირველი  ექსკლუზიური პროექტი − ონლაინმასტერკლასი დაიწყო, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უფასოდ მიიღონ ცოდნა და ისწავლონ ყველაფერი, რაც პროფესიულ ჟურნალისტს სჭირდება. „ისწავლე საუკეთესოსგან“ - ეს არის პროექტი, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და, ზოგადად, მედიით დაინტერესებულ...

ივნისი
08, 2021
10:59

კომუნიკაციების კომისიამ მაისის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

ივნისი 08, 2021 10:59

კომუნიკაციების კომისიამ მაისის თვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ თვეში კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. ComCom დაიჯესტით ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესახებ ინფორმაციას. 2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო  შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით...

ივნისი
07, 2021
11:35

ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით კომუნიკაციების კომისია 1000-ზე მეტ მოსწავლეს გადაამზადებს

ივნისი 07, 2021 11:35

კომუნიკაციების კომისია თბილისისა და რეგიონებში  50 სკოლის 1000-ზე მეტ უფროსკლასელს  მედიაწიგნიერების ტრენინგებს უტარებს. ტრენინგები მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?! ფარგლებში ტარდება და BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას მოიცავს. კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგინერების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას კონკურსში გამარჯვებული და წარმატებული სტუდენტები უზიარებენ. მიღებული ცოდნა...

ივნისი
03, 2021
17:10

“ობიექტივი“ ეთერში ძალადობის კადრების ჩვენებისთვის 2500 ლარით დაჯარიმდა

ივნისი 03, 2021 17:10

კომუნიკაციების კომისიამ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემის განთავსების გამო 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 23 აპრილს გასულ გადაცემა „სტუდია N8“-ს, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში 23:00-23:05 დროის პერიოდში გავიდა, ტელეკომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის...

ივნისი
03, 2021
14:47

2020 წელს მედიაწიგნიერების პროექტებში მოსწავლეებთან ერთად, სტუდენტები და ეთნიკური უმცირესობები ჩაერთნენ

ივნისი 03, 2021 14:47

2020 წლის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარა. გაფართოვდა სამიზნე აუდიტორია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტებში მოსწავლეებთან ერთად უკვე სტუდენტები და საჯარო და კერძო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ჩაერთო. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე მედიაწიგნიერების ტრენინგები და სასწავლო კურსები ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო...

ივნისი
02, 2021
14:35

მედიაკრიტიკას მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო

ივნისი 02, 2021 14:35

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის მედიაკრიტიკის პლატფორმას, რომელიც ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით შეიქმნა,  სოციალური მედიაში მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო, რაც პლატფორმის აქტუალურობას და კვალიფიციური მედიაკრიტიკისადმი საზოგადოების მაღალ ინტერესს ადასტურებს. 2020 წელს www.mediacritic.ge-ზე მედიაკრიტიკის ანალიტიკური მიმართულების 59 რეცენზია, 63 საავტორო ბლოგი და ყოველდღიურ ახალ ამბებზე ორიენტირებული ჟანრის 178 რეპლიკა განთავსდა....

ივნისი
02, 2021
10:53

www.sheamotsme.ge - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი

ივნისი 02, 2021 10:53

კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, 2020 წელს ინტერნეტის თავისუფლებისა და ხარისხის განვითარების საუკეთესო მაგალითად დასახელდა. http://www.Sheamotsme.ge, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ მომხმარებლებზე ორიენტირებული პლატფორმის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ანგარიშში საქართველო წარმოადგინა...

ივნისი
01, 2021
18:04

2016 წლიდან 2020 წლამდე მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად - 489%-ით გაიზარდა

ივნისი 01, 2021 18:04

მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში მაღალია და 94%-ს შეადგენს. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშშია საუბარი. 2020 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო. მობილური მომსახურების აბონენტებმა 197 მლნ გიგაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც  განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით. მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა ასევე 4G ქსელისა...

ივნისი
01, 2021
15:31

2020 წლის მონაცემებით ფიქსირებულ ინტერნეტს მილიონამდე აბონენტი იყენებს

ივნისი 01, 2021 15:31

საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს მიაღწია, კერძოდ, 998 ათასი აბონენტი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 6.1%-ით, 57 ათასი აბონენტით გაიზარდა.    2020 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. თბილისში...

ივნისი
01, 2021
13:29

2020 წელს ტელეკომ ოპერატორების შემოსავლები 32 მილიონით შემცირდა

ივნისი 01, 2021 13:29

კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ტელეკომ ოპერატორების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი 1,153 მლნ ლარი იყო,  2019 წელს კი ჯამური შემოსავლები 1,185 მლნ ლარს შეადგენდა.  2020 წელს ტელეკომ ოპერატორებმა გასულ წელთან შედარებით 32 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღეს. 2020 წელს საცალო მომსახურეობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 961 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში როგორც ფიქსირებული ინტერნეტი, ისე მობილური, როუმინგული, ფიქსირებული სატელეფონო და მაუწყებლობის...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები