შპს ”აზერინშაათსერვისის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”აზერინშაათსერვისის” წარმომადგენლობამ საქართველოში (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 205207872) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ახალქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სამშენებლო საქმიანობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური ...
ი/მ ”თამარ თასოშვილისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ი/მ ”თამარ თასოშვილმა” (რეგისტრირებული ქ. გორის საგადასახადოს ინსპექციის მიერ, ს.კ № 143910025) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ხაშურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (ტაქსებით მომსახურეობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით. “ელექტრონული ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვიტა: 1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები: ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 5-ით; ა.ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტს დაემატოს 6.4 ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 18 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი ქ. თბილისი 2008 წლის 28 მარტი, 13:30 საათი 1. ...
შპს ”ფოლკ-რადიო”-სთვის კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2008 წლის 18 იანვრის N 27/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2008 წლის 21 მარტის N 145/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ფოლკ-რადიო”. კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ...
შპს ”ტელეკომპანია საქართველო”-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2008 წლის 18 იანვრის N 26/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2008 წლის 21 მარტის N 144/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ტელეკომპანია საქართველო”. კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ ...
შპს ”სტუდია მაესტრო”-ს გაფრთხილების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და ...
შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 5 მარტის N107/8 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად. ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 20 მარტის 17:00 საათი. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ”ფიუჩერკომ ინვესტმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული ...
შპს “სელკომსა” და შპს “ალექსანდრე+”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილობრივი...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს “სელკომმა” (07.03.2008.წ №6/412-08), და წარმოუდგინა შპს ”ალექსანდრე+”-თან 2008 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სელკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიას კომისიის 2008 წლის 14 მარტის №124/5 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი ...
შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს №499 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (05.02.2008 №6/191-08 და 12.02.2008 №6/216-08) მიმართა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-მა კერძო კომპანიის საეთერო ტელემაუწყებლობის №499 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს. ...
