2022 წელს მობილურ ინტერნეტს 4.1 მილიონი აბონენტი მოიხმარდა
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 350 000 აბონენტით მეტია. 2022 წელს ყველაზე მეტი - 1.48 მილიონი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი “სილქნეტს” ჰყავდა, “მაგთიკომს” - 1.45, ხოლო “ბილაინს” - 1.17 მილიონი მომხმარებელი. მობილური ინტერნეტის მომხმარებლის რაოდენობა საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით, ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და გასული წლის...
ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა. განახლება თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და ამოწურვადი სიხშირული რესურსების ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად. კერძოდ, ეროვნული გეგმა ახალი ტექნოლოგიებისთვის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის,...
ComCom-მა სტუდენტებთან სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრები დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა,...
2022 წლის მონაცემებით ფიქსირებულ ინტერნეტს 1.08 მილიონი აბონენტი იყენებდა
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების განვითარება კვლავ მკვეთრად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აბონენტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 70.6 ათასით გაიზარდა და 1.08 მილიონი შეადგინა, საიდანაც მომხმარებლების 95.2% ფიზიკური პირია. ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა - 497 ათასი - “მაგთიკომს” ჰყავს, 308 ათასი - “სილქნეტს”, ხოლო “ახალი ჯგუფის ქსელებს”, ისევე როგორც...
2022 წელს ComCom-მა ტელეკომ სექტორის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო
2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევა დაიწყო. კვლევა მიზნად მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნას ისახავს. სწორედ ამიტომ, კვლევის ფარგლებში, შეფასდება სექტორის განვითარების შესაძლებლობები, მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა, ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია და დადგინდება, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა...
2022 წლის მონაცემებით მობილური აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა
2022 წელს, საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაცია 160%-დან 170%-მდე გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა, 2021 წელს კი, მობილური აბონენტების რაოდენობა 5.5 მილიონი იყო. ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს საშუალოდ ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს და სასურველი შეთავაზების მისაღებად, სხვადასხვა ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს. მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2022 წლის ბოლოსთვის,...
ComCom-ის 2022 წლის ანგარიში გამოქვეყნდა
კომუნიკაციების კომისიამ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები შეაჯამა. წლიურ ანგარიშში მიმოხილულია ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, მობილური და ფიქსირებული ბაზრები, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციები. ასევე, კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მედიააკადემიის საქმიანობა. ხაზგასმულია საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა და სხვა მნიშვნელოვანი...
ComCom-ის მედიალაბში სემინარი “სტარტაპის დაწყება” ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი “სტარტაპის დაწყება” ჩატარდა. შეხვედრას იურისტი გეგა აბაშიძე გაუძღვა და მონაწილეებს სტარტაპის დაფუძნების სამართლებრივი და იურიდიული საკითხების შესახებ, საერთაშორისო ბაზარზე მიღებული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე განხილული იყო კომპანიის დაარსების პროცედურა საქართველოში, მისი გადატანის გზები ამერიკის ბაზარზე, სტარტაპისთვის საჭირო სამართლებრივი საკითხები, ინვესტიციის მოზიდვისას გასათვალისწინებელი...
ComCom-მა “ბი-ემ-ჯი” სპონსორობის წესის დარღვევისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ “ბი-ემ-ჯი” სპონსორობის წესების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის აპრილში, ComCom-მა მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევები. კერძოდ, სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, ასევე, მის სპეციალურ მახასიათებლებზე, ნიშანთვისებებსა და უპირატესობებზე ხაზგასმას. გამომდინარე იქედან, რომ ტელეკომპანია “ბი-ემ-ჯი”-ს მიერ, ბოლო...
ComCom-მა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში 140-მდე მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მათ შორის: ზემო ნიქოზის, ქვემო ხვითის, დიცის, მერეთის, ფლავისა და ერგნეთის სკოლებში 140-მდე მოსწავლეს მედიაწიგნიერების სემინარი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” ჩაუტარდა. შეხვედრების ფარგლებში, მოზარდებმა მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების ამოცნობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სემინარებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინფორმაციის კრიტიკულად...