მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში უკვე 100-მდე პედაგოგი გადამზადდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, რიგით მესამე სემინარი ჩატარდა. სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანი გვეტაძემ ჩაატარა და პედაგოგებს, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან, პროექტის თეორიული და პრაქტიკული საკითხები გააცნო. თბილისის მასშტაბით ჩატარებული სემინარების განმავლობაში, 100-მდე მასწავლებელი გადამზადდა. მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო და მე-10...
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში 500 მასწავლებელი გადამზადდება
კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან, ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს. ღონისძიება იმ ტრენერებთან შეხვედრით დაიწყო, რომლებიც მომავალში პედაგოგებს გადაამზადებენ. შეხვედრა მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარა და ტრენერებს ინფორმაცია...
2022 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 79.9 მილიონი ლარი იყო
2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა და 79.9 მილიონი ლარი შეადგინა. ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73.6 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით არის შემცირებული. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი 18.6%-ია. 2022 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალში აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა...
სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ, პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე ნასიბ...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ „კავკასუს ონლაინის“ წილის კომისიის თანხმობის გარეშე შემძენის, ნასიბ ჰასანოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა და კომუნიკაციების კომისიის პოზიცია დაადასტურა. სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის განცხადებები პატივისა და ღირსების შემლახავად არ ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. საქმე ეხება 2019 და 2020 წლებში „კავკასუს ონლაინის“ წილების უკანონო გასხვისებას. შეგახსენებთ,...
ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ComCom-მა სოფელ გვარას მოსახლეობა გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას მოსახლეობასთან ციფრული წიგნიერების შესახებ სემინარები ჩაატარა. სამდღიან აქტივობაში 40-ზე მეტი ადგილობრივი ჩაერთო და ინტერნეტის გამოყენების საბაზისო ცოდნა მიიღო. მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს. შეგახსენებთ, რომ...
ComCom-მა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 120 მოსწავლე გადაამზადა
კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა, რომლის მიზანიც ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენებაა. ინიციატივის ფარგლებში, კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანა გვეტაძემ, სკოლებში სასწავლო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასის 120 მოსწავლე დაესწრო. მოზარდებმა კომუნიკაციების კომისიის “Happy Onlife”-ის თამაშის მეშვეობით, ინტერნეტის სწორად გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. “Happy...
კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის დღის მსოფლიო ინიციატივას შეუერთდა
7 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა, რომელსაც, კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება. ინიციატივა მიზნად ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენების მხარდაჭერას ისახავს. წლევანდელ ონლაინ სესიაზე, მედიაწიგნიერების განვითარების ტრენერმა, ანი გვეტაძემ, აუდიტორიას კომუნიკაციების კომისიის ის პროექტები წარუდგინა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის შექმნას ეხებოდა. პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრის...
მედიალაბის თანაორგანიზებით გლობალური ციფრული თამაშების შექმნის შეჯიბრი გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან(ჯიტა) და Startup Büro-სთან ერთად, ტექნოპარკში გლობალური ციფრული თამაშების (GGJ) შექმნის შეჯიბრი გამართა. Global Game Jam თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოში კონკურსის დაწყებამდე თემატიკად ფესვები დასახელდა, რის მიხედვითაც, მონაწილე გუნდებს, 48 საათის განმავლობაში ციფრული თუ არაციფრული თამაშები უნდა...
„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, 3 და 4 თებერვალს, დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ ჩატარდა. სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ამბის დრამატურგიის, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლისა და ისტორიად ქცევის შესახებ. ჟურნალისტებთან ორდღიანი შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელიც მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ....
ComCom-ის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამედ აირჩიეს
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2023 წლის 26 იანვარს ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე კახა ბექაური მესამედ, 2026 წლამდე აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო...