ComCom-ის „მედიის გასაღებს“ უკვე 100 ფილმი და 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტს „მედიის გასაღები“, რომელიც მედიაწიგნიერების პლატფორმაზე www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, უკვე 100 ფილმი და 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. „მედიის გასაღები“ არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხაზს უსვამს ფილმების პოზიტიურ შინაარსს და მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. „მედიის გასაღები” ევროკომისიის მიერ აღიარებული პროექტია, რომელიც...
ComCom-მა MVNO-ს სავალდებულო დაშვების ვადა 2023 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა
კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა. კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური ოპერატორები „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ბილაინი“ ვალდებულნი არიან ქსელზე დაშვების მსურველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის შეთავაზება გამოაქვეყნონ არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა. MVNO-ს ქსელთან დაშვების შესახებ გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლიდან...
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სამი გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა, რომელთა საკონკურსო ნამუშევრებიც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ულტრათანამედროვე პრიზებთან ერთად, გამარჯვებულებს და კონკურსის სხვა წარმატებულ სტუდენტებს, კომუნიკაციების კომისია ასევე კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება. წარმატებული ნაშრომების ავტორები გადამზადდებიან და ცოდნას და გამოცდილებას კომისიის მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს...
ComCom აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg)...
აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) მე-20 პლენარულ სხდომაზე, 2023 წლის თავმჯდომარედ კომუნიკაციების კომისია აირჩიეს, რომელიც პლატფორმას ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. პლენარულ სხდომას, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტელეკომუნიკაციების ოფისის (CTU) ორგანიზებითა და ევროკომისიის ხელშეწყობით გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის...
მედიააკადემია მაყურებელს ტელეწამყვან ნიკა წულუკიძის მასტერკლასს სთავაზობს
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ თეატრმცოდნესა და ტელეწამყვან ნიკა წულუკიძის მასტერკლასი დაიწყო. როგორ უნდა გაშუქდეს კულტურის ამბები და რა თავისებურება ახასიათებს აღნიშნულ სფეროს - ნიკა წულუკიძე სალექციო კურსით დაინტერესებულ ადამიანებს მრავალწლიან სატელევიზიო გამოცდილებას უზიარებს. მისი მასტერკლასი ჟურნალისტებს ტელევიზიაში საკუთარი სახასიათო მიმართულების დამკვიდრებაში დაეხმარება. ვიდეო ლექციებში ავტორი ბევრ საინტერესო ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე...
ComCom-მა ქობულეთსა და ხელვაჩაურში 500-მდე მოქალაქესთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა
Log-in Georgia პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში 30-მდე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, მათ შორის გვარაში, წყავროვკაში, ლეღვაში, ქაქუთში, აჭარისწყალში, მაღლაკონში, კაპნისთავში, კიბეში, მარადიდში, კირნათში, აჭარის აღმართში, ქედქედში, ზედა ჩხუტუნეთში, ქვედა ჩხუტუნეთში, ჩიქუნეთში, თხილნარში, ზედა თხილნარში, აგარაში, მახოსა და სიმონეთში. საინფორმაციო შეხვედრები ციფრული და სახელმწიფო ელექტრონული...
ComCom “მაგთისატის” გათიშვასთან დაკავშირებებით განცხადებას ავრცელებს
31 დეკემბრიდან იმ აბონენტებს, რომლებსაც „მაგთისატის“ მომსახურეობა გაეთიშებათ, სატელევიზიო მაუწყებლობის მიღება „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან შეუძლიათ. „აზერსპეის 46Е“ (Azerspace 46E) თანამგზავრიდან აბონენტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თითქმის იმავე ქართული საინფორმაციო არხების მიღებას შეძლებენ უფასოდ, რომელსაც „მაგთისატი“ აწვდიდა. იმისთვის, რომ აბონენტებმა „აზერსპეისის’“ თანამგზავრიდან შეძლონ სიგნალის...
მედიალაბმა „იდეადრომში“ გამარჯვებული სტარტაპი Stori AI დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის“ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. Stori AI კონკურსის გამარჯვებული სტარტაპია, რომელმაც მედიალაბისგან ფულად ჯილდოსთან ერთად, გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად ცოდნა და გამოცდილება მიიღო. კონკურსის ფარგლებში მონაწილე სტარტაპ გუნდებმა ერთ კვირიანი გადამზადება გაიარეს და გამოცდილ მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე იმუშავეს. სემინარებს ექსპერტები ნიკა წიკალური, გრიგოლ აბაშიძე და თათული...
მედიააკადემიამ BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის ნათია აბრამიას მასტერკლასი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია „მასტერკლასს“ ნათია აბრამიას ონლაინ ლექციებით აგრძელებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ მაყურებელს 6 ვიდეო ლექციას სთავაზობს. ნათია აბრამია, რომელიც ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერია, მაყურებელს BBC-ში 16-წლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს. მისი ონლაინ ლექციებით დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ მართონ მედიაპროექტები და კრეატიული გუნდები...
მედიალაბმა გეიმდეველოპერულ კონფერენციას უმასპინძლა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მედიალაბის ორგანიზებით, Digital Road Studios-სთან თანამშრომლობით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, გეიმდეველოპერული კონფერენცია გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება მედიალაბის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩაჩანიძემ „ჯიტას“ სტრატეგიული განვითარების სპეციალისტთან ზურაბ ძიძიგურთან ერთად გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა ადგილობრივმა და საერთაშორისო გეიმდეველოპერებმა მიიღეს. ორი დღის განმავლობაში მედიალაბსა და მედიააკადემიაში...