წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ნოემბერი
22, 2022
11:32

ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალზე ქსელური ოპერატორების ფორუმზე ისაუბრა

ნოემბერი 22, 2022 11:32

კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით ქსელური ოპერატორების ფორუმი NOG2022 გაიხსნა. პირველი პანელი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან ეკა ყუბუსიძესთან და RIPE NCC-ის რეგიონალური ჩართულობის მენეჯერთან ვაჰან ოვსეპიანთან ერთად გახსნა  საქართველოსა და რეგიონის საერთაშორისო შეერთების...

ნოემბერი
21, 2022
16:19

ComCom-მა ინტერნეტმმართველობის ფორუმზე ტელეკომ სექტორსა და მედიაწიგნიერების მიმართულებებით ქვეყანაში არსებული...

ნოემბერი 21, 2022 16:19

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების განვითარება, ინფორმაციული უსაფრთხოება, დეზინფორმაცია, საავტორო უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა - აღნიშნულ თემებზე ინტერნეტმმართველობის მე-8 ფორუმი (IGF2022) იმართება. ფორუმი კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) თანაორგანიზებით და საქართველოში ევროპის...

ნოემბერი
20, 2022
14:25

ComCom-მა ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე მონაწილეებს მედიაწიგნიერების პროექტები გააცნო

ნოემბერი 20, 2022 14:25

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები წარადგინა. „დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში და მასთან ბრძოლის მეთოდები“ - აღნიშნულ თემაზე კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ მოხსენება გააკეთა და დეზინფორმაციის გავრცელების გზებისა და მეთოდების შესახებ ისაუბრა. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის...

ნოემბერი
19, 2022
13:58

ComCom-ის მასპინძლობით საქართველოში პირველად ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი ტარდება

ნოემბერი 19, 2022 13:58

კომუნიკაციების კომისიის მასპინძლობით საქართველოში პირველად ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი ტარდება, რომლის მიზანი ინტერნეტ სფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სექტორის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისებაა. ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორთან ზვიად გაბისონიასთან, ICANN-ის ბორდის თავმჯდომარის მოადგილესთან დანკო...

ნოემბერი
17, 2022
16:30

ComCom-მა „იმედი“ პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის გამო გააფრთხილა

ნოემბერი 17, 2022 16:30

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი“ პროდუქტის განთავსების (Product Placement) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება გადაცემას  „იმედის  დილა“, რომელიც სამაუწყებლო ბადეში არსებული პროგრამების სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგისა და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიის მონიტორინგში მოხვდა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ...

ნოემბერი
16, 2022
11:47

ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კოლეგებთან ერთად კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ...

ნოემბერი 16, 2022 11:47

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებები“ გახსნა. კომისიის წევრმა ტელეკომუნიკაციების სექტორში კონკურენციის მნიშვნელობასა და კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებებზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა კომუნიკაციების კომისიისა და კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის...

ნოემბერი
15, 2022
10:39

„მოლაპარაკებების ხელოვნება“ - მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი ჩატარდა

ნოემბერი 15, 2022 10:39

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპებისთვის „მოლაპარაკებების ხელოვნების“ შესახებ სემინარი ჩატარდა, რომელსაც 20 სტარტაპერი დაესწრო. შეხვედრა სტარტაპსაზოგადოებისთვის სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას ისახავდა მიზნად.  ლექცია თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. სტარტაპერებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და  პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით რჩევები, თუ როგორ მოელაპარაკონ დაინტერესებულ მხარეებს სასურველი მიზნის მისაღწევად. რა ტექნიკები უნდა გამოიყენონ, იმისთვის რომ სწორი...

ნოემბერი
14, 2022
11:06

მედიააკადემიამ ჟურნალისტებს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქებაში სემინარი ჩაუტარა

ნოემბერი 14, 2022 11:06

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსაც მაკა ანთიძე გაუძღვა. მაკა ანთიძემ სემინარის მონაწილეებთან ბიოგრაფიულ და პრაქტიკულ თემებზე ისაუბრა და ჟურნალისტებს „Reuters”-ში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა. მედიის წარმომადგენლებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, პოლიტიკისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო ცოდნა მიიღეს, გარდა ამისა, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკები შეისწავლეს. მაკა ანთიძე 30 წელია...

ნოემბერი
11, 2022
10:43

ComCom-მა კახეთში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 250 მოსწავლე გადაამზადა

ნოემბერი 11, 2022 10:43

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და გურჯაანში 250 მოსწავლე გადაამზადა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ. თელავის N1 და N4, გურჯაანის N1 და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლებში IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს....

ნოემბერი
10, 2022
10:13

2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 16,3 მილიონი ლარი იყო

ნოემბერი 10, 2022 10:13

2022 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 16,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,7 მილიონი ლარით, 9.3%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება სავარაუდოდ აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. 2021 წლის მესამე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 3.7 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები